ენ მაიკლსი Anne Michaels
ფანტომური კიდურები ქალაქის დიდი ნაწილი დავანებულია ჩვენს სხეულებში. ჩვენშია ადგილები ძველი ლამპიონის დახრილი შუქით ავსებულნი. ადგილები აღარ არსებულნი მაგრამ კვლავ სრულად საგრძნობნი, როგორც ფანტომური კიდურები. ნანგრევებსაც იტევს ქალაქი თავის გულში. მოწადინებული შეიგრძნოს ადგილები მხოლოდ მის ხსოვნაში არსებული. გინგკოს ყვითელი ბერეტების მწკრივში, პერგამენტული სინათლე; ის ბინა სადაც პირველად შევეხე შენს მხრებს შენი სვიტერის ქვეშ, იმ ოქტომბრის შუადღეს შენ რომ დატოვე გასაღებები მაცივარში, რძე მაგიდაზე. ბაღი – მთვარის შუქზე ჩვენი მოტელი – სადაც გვეძინა ზაფხულის უცხელეს ღამეებში, ცივ ბალახზე ნესტიანებს. ჩვენ უკან, ქალაქის გადამკვთი სატვირთო მატარებლები, ფოლადის ბანერი, ხმაურიანი კედელი. ახლა ფუტურო წყვილი! ლივლივებს მინის მიღმა კოშკისმაგვარ ოფისში თანაც შეწუხებული ჩვენი ხმაურით. ცოტა შენობა, ცოტა ცხოვრება იმდენად კარგად აგებული რომ მათი ნანგრევებიც მშვენიერია. თუმცა ჩვენ გვიყვარდა მიტოვებული სპირტის ქარხანა: ცარიელი კასრების ქვეშ დამსკდარი ქვის ფილაქნები, სიბინძურეში ნახევარდ დამპალი ხის იატაკი; კიბეები მიმავალნი არსაით; მაღალ ოთახებს სრულად უპყრიათ ამტვერებული სინათლის მახვილები. ადგილი რომელსაც წვიმა კვლავ ჰყვარობს, ვერცხლისფერი საღებავი დაჟანგულ ნივთებზე მოძრაობა რომ გაუჩერებიათ როგორც ჩანს, ჩვენთვის. ჩარაზული ოთახები ღიაა მხოლოდ ამინდისთვის, მძაფრი ჭვარტლითა და შავი ბადაგით, არომატულ-მსუსხავი. ადგილი სადაც ყველაფერი დაცალკევებაზე მეტად მნიშვნელოვანია ჩარჩენილიყო წარსულში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი