ენ მაიკლსი


იკითხე ყველას გასაგონად


გასინჯო სიმლაშე ვრსკვლავებისა

ზღვაში. შეიყვარო სხვა

მეტად ვიდრე შენი თავი. ფლობდე ამ ცოდნას

ნიშნავს არ დაგჭირდეს მეტის შეცნობა.


ხედავ როგორ ერთნი გამხდარან ბინდი

და წვიმა?


ჩვენი სხეულები არარად იქცევა?


არა როგორ გვიყვარდება,

არამედ როგორ გვისუსტდება სიყვარული.


იკითხე ყველას გასაგონად რა აღმოცენდება  ჩვენგან.


საყვარელო, გესმის ჩემი?

არა შემთხვევით. მზის სხივთა შეკრებით.


იკითხე ყველას გასაგონად რა აღმოცენდება ჩვენგან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი