საროჯინი ნაიდუ


პარდა ნაშინ

მისი ცხოვრება მივამსგავსე მბრუნავ სიამეს
უსიცოცხლობით, მარტოობით შემსუბუქებულს;
მისი სარტყელი, თმის ზონარი – შუქს მოციალეს
დაისის ზღვაზე ცეცხლისფერად ათამაშებულს;
მისი სამოსი დაბინდული ნისლია დილის,
ამეთვისტოა, ოქრო, ფერთა კრთომა ოპალის.
სინათლის სხივის მოპარვისგან ჭუჭყიან თვალებს,
მზისა და ქარის მოფერების ძლიერ ნდომისგან
მისი დღეები დაცულია და ზღუდე უფლებს
ყოფიერების მოჩუქურთმებულ გისოსებს მიღმა,
ვით სამკაული შემალული ჩალმის ნაკეცში,
ვით საიდუმლო შენახული საყვარლის მკერდში.
და თუმც ვერა ხელს უნებართვოდ ვერ გაუბედავს
ჩამოხსნას ჩადრი მის მიმზიდველ იდუმალებას,
დრო-ჟამის წესი ახდის ფარდას უცაბედად,
და მისი სახე ცხადად აჩენს მწუხარებას…
ვის შეუძლია უჩინარი წლები აღკვეთოს,
დაიცვას ქალი, ცრემლებს თვალი ვერ დაეფეროს?

პარდა ნაშინ – ურდუს ენაზე ნიშნავს ჩადრიან ქალს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი