საროჯინი ნაიდუ


ცხოვრება

ბავშვებო, არ გიცხოვრიათ საკმარისად, თქვენთვის ცხადია,
ცხოვრება ლამაზ სტალაქტიტებზე ფიქრის მსგავსია,
ხან კარნავალი უზრუნველი მხიარულების, რომლებიც
გულში ჩაგისკუპდნენ, ვით ტალღები ზღვის სიღრმეებში
ჩაიბნევენ ამეთვისტოს, მხურვალებას ბზინავ ქარვების.
ბავშვებო, არ გიცხოვრიათ საკმარისად, გზა არსებობის
შემოუძღვება უმწეობას თავის ხრით და წინაღობით,
თქვენს გულებში სიყვარული ინავლება შიმშილის გრძნობით,
და წყურვილი, ვნებიანი, საგნის ფლობას ვეღარ ელევა, –
სისხლი წარბებზე ძერწავს ტანჯვას დამაჯერებლად.
სანამ თქვენ გიწევთ, რომ დათრგუნოთ დარდი, ნაღველი,
ბრძოლისგან იშვა დამსხვრეული ოცნებების წელი.
დავით დაღლილებს მწველი სურვილი ჭრილობად გრჩებათ;
ბავშვებო, არ გიცხოვრიათ ჯერ საკმარისად, – ესეც ცხოვრება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი