ქეროლ ენ დაფი Carol Ann Duffy
ენ ჰეთუეი
ციკლიდან "მსოფლიოს ცნობილი ცოლები"
„აგრეთვე ჩემს ცოლს ვუტოვებ ჩემს არცთუ ურიგო საწოლს…“
( „შექსპირის ანდერძიდან“)
საწოლი, ჩვენ რომ შევიყვარეთ, მიმოქარგულ სამყაროს ჰგავდა,
ტყეთა, ციხეთა, შუქს ჩირაღდნისას, კლდეთა და ზღვათა,
მას რომ იწვევდნენ ჩასაძირად მარგალიტებთან. ჩურჩული მისი,
ვით ვარსკვლავნი, ცით მონაბერნი, დედამიწაზე დანაფერებს ჰგავდნენ კოცნათა
ამ ტუჩებისთვის; ჩემი სხეული ნაზ რითმებად გადაქცეული
იქცა ვით ექო, მისი ტანის თანახმოვანად. მისი შეხება –
მოქმედების აღმნიშვნელი აცეკვება, არსებითი რომ მოაქცია შუაგულ ცენტრში.
რამდენჯერ ღამით მინატრია, რომ მის მწერლის ხელს
ჩემს სარეცელზე, ვით ფურცელზე, ეწერა ჩემთვის;
შეხებას, გემოს, სურნელებას ეთამაშათ რომანი, დრამა.
რიგიან საწოლს, სტუმრებისთვის სათვლემად ქცეულს,
მოედო ლორწო ერთფეროვან ყოფიერების. ჩემმა გრძნობამ კი,
ცოცხალმა და ხალისიანმა, მას ქვრივის თავში მიუჩინა განძის ადგილი,
როგორც მან, ერთ დროს, – იშვიათი სარეცელი, ჩემთვის გაშლილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი