უფლისფერი გოგო
ყოველ ადამიანს რაღაც ერთი, ბოლო ციხესიმაგრე აქვს. ადგილი, რომელსაც ვერასდროს დათმობს და ჩემთვის ეს სიმართლეა. სიმართლე არ არის უბრალოდ სიტყვა ,ის არის ჩემი ძვლის ტკივილამდე გამჯდარი შინაგანი ხაზი, რომელზეც ფეხით ვერავინ კი არა, არავინ გადავა! ის არ არის მორალური კოდექსი წიგნიდან, არც გლუვად ნათქვამი ფრაზა სხვისი მოწონებისთვის, არამედ ის არის მიზეზი, რის გამოც ვიბრძვი, როცა ყველა მირჩევს გაჩუმებას. დიახ, მიზეზი! რის გამოც არ ვთმობ საკუთარ თავთან ყოველივეს, თუნდაც მთელი სამყარო სხვა გზაზე მიდიოდეს თავისივე ლაბირინთებით! მე არ მინდა სხვისი არც საკუთრება, არც ცხოვრება და რაც მთავარია სავალი გზა. მე მხოლოდ ჩემი მჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი! ჩემი სიმართლე, ჩემი ბრძოლა, ჩემი ვარსკვლავებით სავსე და ტალახით დაცემული გზა. არც ერთს არ ვუტოვებ სხვას, ჩემთვის მინდა ყველა თავისივე ბარიკადებით. ჩემი დაცემაც მე მინდა და ამოსვლაც მე მეკუთვნის. ბევრი რამ შემიძლია დავთმო,ესენია: სიჩუმე, კომფორტი, სახელიც კი, თუ საჭირო გახდა. მაგრამ ერთს ვერასდროს დავთმობ ჩემს გულში დალექილ სიმართლეს. იმ ხმას, რომელიც ჩუმადაც ყვირის და რომელიც ყოველ დილას ჩემს თვალებში მაყუდებს. ამ სამყაროში ბევრი რამ შეიძლება არ გქონდეს ადამიანს, მაგალითად: ძალაუფლება, გავლენა, სახელი... მაგრამ თუ სიმართლე გაქვს ბოლომდე ,მაშინ შენ უკვე არაფერი გაკლია უფლამდე! რადგან ის, ვინც საკუთარ სიმართლეზე არ იყიდება, სამყაროს წინაშე ბოლომდე წელში გამართული დგას და მოგესალმებით, ეს მე ვარ! 💚 ნანა ქაჯაია✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი