სიკვდილი და სიყვარული
გიყვარდა? -თვალებით, სიტყვებით, გულით და ფიქრებით. წავიდა? - წასულა, არც მკითხა, უეცრად დამტოვა. დაიბრუნებ? -ვეღარასდროს. ტკივილს არ გრძნობ? -სხეულის და სულის წვას ვგრძნობ. ვერ შევძელი ხელი ძლიერ ჩამეკიდა. მჯეროდა რომ ერთმანეთის ჯაჭვი არც კი გაწყდებოდა. რა განცდა გაქვს? -სიყვარულის ნაზი ფერი ჩაქრა, თითქოს არ გიზგიზებს. განცდებმა კი ტანჯვით სავსე, იარები დამიტოვეს. გყვარებია , მგონი ძლიერ... -არ გჯეროდა? მიყვარდა და მეყვარება, სამუდამო არის გრძნობა. მას ვერ წაშლის დრო მტარვალი, ამიერი, იმიერი. რამეს ნანობ? -დრო რომ უკან დამიბრუნდეს, ხელს არასდროს გავუშვებდი. ვიზრუნებდი და ვეტყოდი შენს იმედებს გავამართლებ. რა გაბრკოლებს? -შორს წავიდა, მიმატოვა. არ ელოდი? -არ ვიცოდი, კედლიდან თუ ნანგრევები დარჩებოდა. სულ ერთ წამში დამისრულდა სიტკბოების ფერთა გამა. ფეხზე დგომა გაგიჭირდა? -დავბარბაცებ ისევ ახლა. თუ კი ვიცი და რაც ვიცი, შემაყვარა, შემასწავლა. ეტალონად, არასოდეს, სხვა არავინ ჩამითვლია. ნანგრევები? -იმ ნანგრევებს გავაცოცხლებ,სისათუთით დავაშენებ და იმ კედელს მე აღვადგენ. მერე როგორ? -მიყვარდა და მეყვარება, წარსული და მომავალი სიყვარულით შეიზრდება. ნუთუ მოკვდა? -გარდაცვლილი ჰქვია უკვე. ტკივილი და სიყვარული , მეგობრულად დგანან გვერდით. სიყვარულს კი ვერასოდეს, სიკვდილი ვერ დაამარცხებს. ჩემთან იყო, ჩემში რჩება, სამუდამოდ ის იცოცხლებს. ნუთუ გრძნობა გაგრძელდება? -ჩემში გრძნობა არ ჩაცხრება, მიყვარდა და მეყვარება. მასწავლიდა რომ მეცხოვრა, მადლით სავსე მართალი გზით. ახლა უკვე წარსულია... -შეგუებას ვცდილობ ახლა. თვალს რომ ვხუჭავ, ხმა ჩამესმის, ალერსით რომ რჩევას მაძლევს. ცრემლ მომდგარი რომ ვიძინებ, სიზმარშიაც ვისაუბრებთ. გათენდება, თვალს გავახელ, კვლავ ჩამესმის მზრუნველი ხმა. არასოდეს არ გაქრება, რაც იყო და არსებობდა. სამუდამო არის გრძნობა, მიყვარდა და მეყვარება. და რას ეტყვი? მაპატიე, ძალიან გთხოვ. არ ვიცოდი უცაბედად სიკვდილი ხელს ჩაგკიდებდა, თუ მეძახდი ხმა ვერ მომწვდა, შენი შველა ვერ შევძელი. და სიკვდილი ასე ახლოს რომ ყოფილა ვერ ვიგრძენი. სიყვარული არ დამარცხდა? -მოგონება და ის ცრემლი ზღვის ტალღებს რომ ემგვანება, სიყვარულის და ტკივილის, კურთხეული ხის ფესვია. სიყვარული არ მარცხდება, ცოცხლობს მარად, სხივებს აფრქვევს. სამუდამო არის გრძნობა, თვალს არ ხუჭავს არასოდეს. ვინ მოგიკვდა? -მამაჩემი. მადლით სავსე, გზით მავალი. ნ.კუკულავა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი