მამის ხსოვნას
ვიწრო შუკაშო, ზის ,, დვაბზუა"-ს ხიდის კუთხესთან, ძველ ხის ჯორკოზე, მამაჩემი, პირმოცინარი, ახლახან, ხმელი ხის ნაპობი ცეცხლს შეუკეთა, ვედროთ დაასხა წყალი ორეს, ცივი, მდინარის. ახლა ჭაჭას ხდის, გამოსახდელს რაღა გამოლევს,, კარალიოკი გაამზადა შემდეგ ჯერისთვის, თბილი არაყის საჭაშნიკედ გამვლელ-გამომვლელს ცეცხლივით სასმელს შესთავაზებს, ტკბილ სიბერისთვის. არყის გამოხდა, სოფლად, არის ის რიტუალი, ყველას სახლს უკან, მალულად რომ უწევს გამოცდა, ,,შვილო, იცოდე ვერას გავნებს თვით ავი თვალი, როცა სიკეთე დახვდება"-ო ერთხელ წამოცდა. ჰოდა, სიკეთის კეთებისთვის დამდგარა ჟამი, სხვა რაღა უნდა, მამა, შენს გულს , ანდა ცხონებას?! ისე სიცხადით გამიახლდა ლამაზი წამი, ჩემი სიცოცხლის ბოლომდე რომ მემახსოვრება. იქ, ტაბურეტზე,ყველი, მჟავე, პური და წყალი და მასპინძლობა, გზა-შარაზე გადაფენილი, გულუხვობით და სიხარულით იყავი მთვრალი, ცოტა ,,ოტკითაც'' -სამლიტრიანს გადარჩენილით. დღესაც არ ვიცი, სად იშოვე წითელი მიწა, შეულესავი არ დატოვე ქვაბთან იოტი, მამა, რამდენი წელიწადი უქმედ გაგიცდა, ვინ გამოხადოს ის ჩაყრილი კარალიოკი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი