მერე რა
მერე რა, რომ გაგვიფრინდა სიჭაბუკე, დრომ გამოცდის სასმისები გამოცალა, ჩვენ თუ არა, ამ ცხოვრებას ვინ გაუგებს, ვინ ამოხსნის წუთისოფლის ამოცანას? მერე რა, რომ წლები დარდად აგვედევნა, ყალბ სიხარულს ნაღდი დარდი გვირჩევნია, გაგვეპარა ის წარსული აღმაფრენა და სათუთად გულის კართან მიგვრჩენია. მერე რა, რომ ეს მერე რაც ამღერდება, შემოდგომა მოგვანათებს ნათელ ფერებს, გულში მაინც გაზაფხული აგვენთება და ეს ცეცხლი არასოდეს დაგვაბერებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი