წეროების გუნდები


წეროების გუნდმა ცაზე 
შეკრა დიდი კამარა,
მიგვატოვა გარიჟრაჟზე
შემოდგომის ამარა.

ახმაურდა მყის ლაჟვარდი,
მზის სხივს ესალბუნება,
ცის სარტყლიდან ცის კარამდის
ბანოვანობს ბუნება.

მინდორს ცვარი ვეღარ ებმის,
ვერ ცვარულობს ცვარულად,
ცის გუმბათი წეროების
გუნდით გადაფარულა.

სადაც ელით გაზაფხული,
იმ გზას მიუყვებიან,
მხიარულად, ჟრიამულით
საგზლად ამბებს ყვებიან.

განა რა აქვთ საფიქრალი?
მიდიან და მოდიან,
ეს ცხოვრება, წარმავალი,
წრეზე ბრუნვა როდია...

თვალს ვაყოლებთ სინანულით,
მზერით, გადაკარგულით,
დაგვემალა გაზაფხული,
შემოდგომაც, ზაფხულიც.

გავფრინდებით ალმაცერად,
როცა გადავხუნდებით,
ნეტავი არ დამეწერა
,,წეროერის გუნდები"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი