დედას


ლოცვით დაღამებულ ღამეს,
თეთრად გათენებულ სევდას,
დღეებს, წუთებსა და წამებს
შვილზე ფიქრი ახლავს, დედა.

ცამდე აზიდულან მთები,
ქრება ღრუბელი და ჯანღი, 
იცი?-დრო რომ გადის, ვხვდები,
მხოლოდ მონატრება დაგღლის.

თოვლით დაფიფქულან თმები,
თუმცა, ზაფხულია, ცხელა,
მიხმობს მშობლიური ხმები,
ბილიკს მოვუყვები ნელა.

წვიმის სიმფონია ართობს
თხმელას, წიფელსა და კედარს,
ახლა ნურაფერზე დარდობ,
კარი შემოვაღე, დედა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი