შემოდგომის პეიზაჟი


ხეებს ტანზე შემოაცვდათ
სამოსელი ჭრელა-ჭრულა,
ლურჯ ჰორიზონტს ცისკენ გასცდა
მოგზაური ღრუბლის ქულა
და მეწამულ ფერთა რიდე
შარიშურობს ლაღად, მშვიდად,
ფოთოლ-ფოთოლ, კიდით-კიდე
ქარი ხეთა რიგებს გვიდა.

ოფლი ნამად დაეპკურა
შემოდგომას-შრომით დაღლილს,
თავზე ქუდად დაეხურა,
შემცივნებულს, ზეცის თაღი.

მზემ სხივები ჩამოყარა,
მიაგება სითბო იმწამს,
თითქოს შალი მოაფარა,
მხრებზე, ბებერ დედამიწას.

საგულედან ამოფრინდა
და ქარს წინ-წინ გადაუსწრო,
ეჰ, რამხელა გული გინდა
ამ მშვენებას რომ გაუძლოს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი