მონატრება


თამაშის დროს უეცრად ალეწილი წვივი,
მობუზული წიწილა ყურთან ახლაც წივის.
დედამ რატომ დატოვა, სად წავიდა ნეტავ?
ბავშვობისკენ მიხედვას გულში ფრთხილად ვბედავ.

წყალი,, ჭის ოწინართან, მყის შესმული ხარბად
და შავბალას წვეთებით მოთხუპნილი კაბა.
აკეცილი კალთიდან რუდუნებით, ნირით,
გულით მოწოდებული ჩამიჩი და ჩირი.

ჩემი შორი ბავშვობა, სანატრელი ეგზომ
და ცხენჯოხას ჭენებით მორბენილი ეზო.
ფელამუში თუხთუხებს, ოფლს იწმენდს და ხვნეშის,
კრიმანჭული აღვიძებს შუაცეცხლს, ცხემლის შეშის.

იქ პელაკი ბებიას ჩურჩხელები ბუქნავს,
ოხშივარი აუდის კრამიტიან ,,ქუხნას".
გაფრენილა, წასულა უდარდელი დარდი,
ნიავივით კეკლუცი, ანცი, ცელქი მარდი.

მონატრების ცრემლისგან ამეწვება თვალი,
ბავშვობას.გადვუხადე მირჩენილი ვალი.
ჩამიჩუმი სიჩუმის გაჩუმებას ჩემობს,
ნატვრად რად მომევლინე, მონატრებავ ჩემო?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი