გაზაფხულს სჩვევია
გაზაფხულს სჩვევია ამინდის თარეში, შუაღამის წვიმა ხან დილით ცის ნამია, მზე გაეპრანჭება გრძნობებით გალეშილ მთვარეს და მიაპყრობს მზერას მწველს, წამიანს. აპრილი ,, მარკეტთან" ხურდების გამო ზის, თან სითბოს აგროვებს ნელ-ნელა, კარდაკარ, შეკერვა სწადია ახალი სამოსის, რადგანაც წინა წლის გასულ წელს დაკარგა. ხომ იცი, ლოდინი ძნელია რამდენად, იმდენად აღვიძებს დაკარგულ იმედებს, გაზაფხულს შევიცნობთ გმირობის ჩამდენად, სიხარულს არიგებს, სიყვარულს იმეტებს. მივდივარ...სიარულს ვერავინ დამიშლის, ყვავილობს სიცოცხლის ეშხი და დიდება, მივაგდე ლაბადა წვიმის და ქარიშხლის, რამეთუ აწ იგი მე აღარ მჭირდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი