მეფე ერეკლე
რა მოხდა მერე, თუ სპარსული ჩალმა ეხურა, გოლიათობით და მხარ-ბეჭით არ იკვეხნიდა, საქართველოსთვის დაიხარჯა მეფე მეფურად, არც უფიქრია მას გაქცევა თავის ქვეყნიდან. ,,პატარა კახი"-სამშობლოსთვის დიდი გულია, ბრძოლის სიმბოლოდ გადაიქცა ერეკლეს ხმალი, ქედმაღლობით, არც მუხლისჩოქვით არ გაუვლია, მეფობდა ცივი გონებით და ფხიზელი თვალით. ისევ ორგულის ორგულობა შესძრავს მთა-გორებს, მხცოვანმა მეფემ ბრძოლის ველი ცრემლით დატოვა, მას შემდეგ ბევრი წელიწადი გადავაგორეთ, სისხლით შეღებილ ყაყაჩოებს ვუცქერთ სახსოვრად. კოსმოსში სახლობს დღეს ,,ჩაკრულო"-ს ტკბილი ჰანგები, მეფე ერეკლეს ხმალს ვუმღერით, ანდამატიანს, თუმცა, არცერთი ბრძოლის იყო მეფე წამგები, მაგრამ მავანმა მას კრწანისი არ აპატია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი