ვიეჭვიანე
ჩვენ ისევ წავალთ საღამოს რესტორანში. შენ ისევ შენი შავი და თან გამვჭირვალე კაბა გეცმევა, ყელთან აწეული, გადაშლილი საყელოთი, გრძელი მკლავებით, ტანზე შემოტმასნილი და გამოკვეთილი. ქერა კულულები გაიმეორებს შენს მოძრაობას სიარულისას, რითმულად იცეკვებს შენს მხრებზე თითოეული თმის ღერი. კაველარგამოდებული გამომყვები მე, შენს ქმარს და გაიღიმებ, ისევ, შენებურად. იბედნიერებ ჩემით. იბედნიერებ ჩვენი შეხამებით. მე თეთრი პერანგი მეცმევა, მუქი ფერის შარვალი და სიამაყით გაგიწევ პარტნიორობას. გვერდს შენ დამიმშვენებ, ჩემი ცოლი, ჩემი მეგზური. შენ კვკავ გაუღიმებ ყველას(ალბათ მაგიდის ეტიკეტს დაიცავ) . პერიოდულად ხელში დაჭერილ პატარა ჩანთას გახსნი, შიგნით ჩაიხედები. ნერვულად აგითამაშდება სახე, მორცხვად აწევ თავს და სწრაფად დაახამხამებ მწვანე თვალების ფონზე გახშირებულ წამწამებს. ისევ გაიღიმებ. თვალს ისევ გამოაპარებ ჩემკენ, ისევ ვნებანარევი მორიდებით შემომაცქერდები. ლამაზი ხარ. მე კი წინ და წინ ვხვდები სახლში რაც მოხდება. დამსხვრეული ღვინის ბოთლი, დაქცეული წითელი სითხე, გატეხილი სკამი და, ალბათ, ერთი-ორგან ჩამოვარდნილი ფოტოსურათი. ალბათ ისევ ვინმეზე ვიეჭვიანე და სახლში მისულს სასმელმა თავისი წილი მომიზღო. ისევ ავირიე. რა შენი ბრალია ლამაზი რომ ხარ. ვიცი ,მაგრამ მაინც მიტაცებს და მშლის სხვისი მზერა შენზე. დამატყვევებელი თვალები შენს კანზე, შენს ტუჩებს მიშტერება და დამარტოხელების სურვილის მძაფრი სუნი. გონს მაკარგინებს... შენ უბრალოდ ლამაზი ხარ. რით გამოვისყიდო დანაშაული... ალბათ გაკოცებ, ვნებიანად, ძლიერად და ეს იქნება ჩემი ბოდიში. ბოდიში რომ ისევ დავლიე და ისევ ავირიე. ბოდიში შემდგომ 'გასვლამდე'...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი