რომ დავფიქრდები


რომ დავფიქრდები უნებურად ბრაზი მერევა, მანდ ვინ ქილიკობს მოქილიკე და მოპეტელე
ეხ თქვენ რაიცით მე კი მართლა ბედჯიერი ვარ მგელკაცებს იმდენს შევხვედრილვარ რკინის მკვნეტელებს
ჰაი ჰაი რომ სისხლი გიდუღთ იმ ბილკაცების, იმათ კი შუბლებს უჩეხავდნენ როგორც ჩაფხუტებს,
ნაჩეხ -ნაგვემნი კბილებს მგლურად აკაწკაწებდნენ და მერე წითელ ბელტებივით სადღაც ჩაბუდნენ.
არა მონობა ქართველთათვის უცხო ხილია,
თქვენ ცოდვილ მამებს სხვა დროება შეგხვდათ აშარი,
 იმერს შვილებო ცოტნე რომ ჰყავს, რომ ჰყავს ილია, 
განა ოდესმე შეიძლება ერქვას ლაჩარი.
რიმში ბილბურში ტოკიოში სტამბულ მარსელში იქ სადა ძალის კვეთებაა მარულ დუღია, უცხოელების ხალიჩებზე ბრბს ღრიანცელში თქვენი მამების ქართულ ზურგებს არ უხოხიათ. 
ჩემმა თაობამ ბევრი ნახა შფოთი და ჭირი 
და მისი სიტყვა სულ სხვანაირ თესლად გაღვივდა, ლომის სუნი სდის ამ თაობას და რატომ ვწირავთ ამოგლეჯილს და ამორთმეულს ლომის ხახიდან .
დაე შვილებო არ მოგაკლოთ ღმერთმა შეწევნა,რომ ბრდღვინავთ ვიცი ლომები ხართ ნაშიმშილები, იმ უშველებელ უზარმაზარ ტვირთის აწევას განა შეძლებდით?! მონების და ლაჩრის შვილები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი