სამყაროს შექმნამდე
თუ წამწამებს გავამუქებ, ან თუ თვალებს დავამწუხრებ, ან თუ ტუჩებს გავაწითლებ, და შორითვე გავაცილებ… უცნაურია – სარკიდან სარკემდე, ამაოებას ხედავდე, ვეძებ ჩემს სახეს, როგორი იყო სამყაროს შექმნამდე. და რა მოხდა, თუკი შევიყვარე კაცი, მაგრამ ჩემი გული მაინც დარჩა ბაცი, შევაგებე მხოლოდ ცივი სისხლი, მაინც დავრჩი სამუდამოდ სხვისი. რატომ ფიქრობს, რომ ვარ გულქვა, რომ გავცვალე მისი სუნთქვა, მხოლოდ ერთს ვთხოვ, რომ უყვარდეს, რაც ვყოფილვარ, მე – სამყაროს შექმნამდე. უილიამ ბატლერ იეტსი ორიგინალი ვერსია: Before The World Was Made If I make the lashes dark And the eyes more bright And the lips more scarlet, Or ask if all be right From mirror after mirror, No vanity’s displayed: I’m looking for the face I had Before the world was made. What if I look upon a man As though on my beloved, And my blood be cold the while And my heart unmoved? Why should he think me cruel Or that he is betrayed? I’d have him love the thing that was Before the world was made. By W.B. Yeats
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი