სუიციდი სანგრებში
იყო ერთი ჯარისკაცი, ახალგაზრდამ რომ დაკარგა შნო და ქანცი, თეთრად რომ გაჰყავდა ღამე შავი, ადრიანად რომ უსტვენდნენ ის და შაშვი. შემდეგ კი, ზამთრის სანგარში, სევდანარევმა, ღვინის გარეშე ღამენათევმა, შუბლში ტყვია დაიხალა, იმწამითვე ხალხის გონებიდან სამუდამოდ წაიშალა. თქვენ კი, თვალციმციმა ხალხო, ტაშს რომ უკრავთ, როცა ხედავთ ჯარისკაცებს ახლოს, ილოცეთ, რომ ვერ შეიცნოთ სხვა სამყარო – გაღმა, ის, რომელიც სიცოცხლეს და სიცილის ხმებს შთანთქავს. ზიგფრიდ სასუნი ორიგინალი ვერსია: Suicide in the Trenches I knew a simple soldier boy Who grinned at life in empty joy, Slept soundly through the lonesome dark, And whistled early with the lark. In winter trenches, cowed and glum, With crumps and lice and lack of rum, He put a bullet through his brain. No one spoke of him again. You smug-faced crowds with kindling eye Who cheer when soldier lads march by, Sneak home and pray you’ll never know The hell where youth and laughter go. By Siegfried Sassoon
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი