ხეები
მგონი ვერ ვიხილავ ლექსს, ისეთსავე სპეტაკს, როგორც ხეს. ხეს - რომლის მწყურვალი ბაგეც ჩაჰფრენია მიწის მომდინარე მკერდს. ხეს - რომელიც ღმერთს შეჰხარის მთელი დღე, სალოცავად აწევს ფოთოლშესხმულს ხელს. ხეს - რომელსაც ყოველ ზაფხულს მგალობელი შაშვის ბუდე დაუმშვენებს თმებს. რომლის მკერდზეც თოვლი წვება, რომლის ტოტიც სახლად ექცათ წვიმებს. ჩემნაირი სულელიც ქმნის ლექსს, მაგრამ მხოლოდ ღმერთი შექმნის ხეს. ჯოის ქილმერი ორიგინალი ვერსია: Trees I think that I shall never see A poem lovely as a tree. A tree whose hungry mouth is prest Against the earth’s sweet flowing breast; A tree that looks at God all day, And lifts her leafy arms to pray; A tree that may in Summer wear A nest of robins in her hair; Upon whose bosom snow has lain; Who intimately lives with rain. Poems are made by fools like me, But only God can make a tree. By Joyce Kilmer
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი