ვარსკვლავებს ვცნობ
ვარსკვლავებს სახელებით ვცნობ, ალტაირი, ალდებარანი, და იმ გზებსაც ვცნობ, რომლითაც დაიპყრეს ცის კაბადონი. კაცთა საიდუმლოს ვცნობ, ცისფერ თვალებში ერთხელ ჩახედვით, მათმა ფიქრებმა, რუხმა და მძიმემ, ამავსო გულისთქმითა და სევდით. მაგრამ შენი თვალები უფრო მუქია ვერ გავარჩიე - მათში შუქია? ვერ ვხვდები, შენ მე გიყვარვარ თუ ის ერთადერთი მე არ ვარ. ბევრი რამ ვიცი, ბევრიც კი არა, დროის მსვლელობა მრჩება იარად, ისე მოვკვდები, რომ ვერ გავიგებ, რის შესატყობად - სულსაც გავიღებ. სარა ტისდეილი ორიგინალი ვერსია: I Know The Stars I KNOW the stars by their names, Aldebaran, Altair, And I know the path they take Up heaven's broad blue stair. I know the secrets of men By the look of their eyes, Their gray thoughts, their strange thoughts Have made me sad and wise. But your eyes are dark to me Though they seem to call and call— I cannot tell if you love me Or do not love me at all. I know many things, But the years come and go, I shall die not knowing The thing I long to know. By Sara Teasdale
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი