მეოჯახე ქალი ანუ ქალის ხვედრი


ჩემთვის დავასკვენი, რომ ქალებში ნევროზის მრავალი ფორმა არსებობს, გამოხატული ისტერიული ქმედებებით. მეგობარი მყავს, რომელიც გათხოვების შემდეგ გადაიქცა კრუხად, არა, წიწილების გამოსაჩეკად არ დამჯდარა. უბრალოდ ახალგათხოვილებს ემართებათ ხოლმე. სამსახურიდან სახლში გარბიან გემრიელ რაღაცეებს ამზადებენ, თავს იწონებენ ქმრის წინაშე რათა მას დაუმტკიცონ, რომ ის არ შეცდა და მეტიც მას გაუმართლა,  ასეთი გოგო, რომ შეხვდა, რომელიც მუშაობს, მზარეულიცაა, თან ალაგებს, მოკლედ 21 -ე საუკუნის კონკია. 
ყველაფერს ართულებს ბავშვების დაბადება, არ გაქვს იმდენი დრო და აღარც ძალა, რომ იყო ლამაზად  შეფუთული და ის მიართვა მეუღლეს და ისე როგორც მას სურს, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი გყავს და აი ზუსტად მაშინ იწყება, ნევროზული შემოტევები, რა თქმა უნდა ქალის მხრიდან. მამაკაცი ვერ იგებს  ასეთი ლაღი, ლამაზი, სულ მოცლილი მეუღლე უცებ რამ დაღალა, ხოდა ამ ჩემს მეგობარს ჯერ ჰქონდა ცხობის ნევროზი, სულ აცხობდა, თან იცით როგორ ?სადოქტოროს, რომ იცავ აღელვებული სახით ისე , მერე ახალი სანევროზო თემა მოიძია, რგავდა, რგავდა, რგავდა მერე მოსავალს  იღებდა. აცხობდა, რგავდა, იღებდა, მერე სწავლა გააგრძელა. აცხობდა, რგავდა, იღებდა,  სწავლობდა.  მერე გაახსენდა,  რომ გოგოაა და თავის მოვლა დაიწყო, ყოველი საღამო სალონური პროცედურებით მთავრდებოდა. აცხობდა, რგავდა, იღებდა, სწავლობდა, თავს უვლიდა. ნუ ბავშვებს რა რეჟიმით ზრდიდა აღარ ვიტყვი, ეს იყო რაღაც გერმანულ-სპარტანულ-აღმოსავლური აღზრდის მეთოდის სინთეზი. ამ ყველაფერს ისეთი ისტერიული ტემპით აკეთებდა, რომ ოჯახის წევრები შეშფოდნენ კიდევაც. ქალის ნევროზის კულმინაციის მომენტში კი მეორე ნახევრის მხრიდან მაინც გაიჟღერა ფრაზამ - რა ანევროზებთ ამ ქალებს?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი