ინტელექტი ქუსლებზე
ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ და „ძააან“ წვეულებებზე მე არავინ მეპატიჟება, მაგრამ საერთო მეგობრის მეშვეობით ერთ ასეთ „ზესვეცკოელიტნაღებ“ წვეულებაზე მოვხვდი. ვიცოდი რაც მელოდა და კონკიაში, რომ არის თაგვები, ბეღურები, ძროხები, ძაღლები და მოკლედ ყველა, რომ ამზადებდა იმ საცოდავს მეჯლისისთვის, ისე შემოვიკრიბე ჩემნაირი გაღლეტილი მეგობრები. მოკლედ რაღაც მიქნეს და წავედი. ბევრი, რომ არ გავაგრძელო მივედით, როგორც კი შევედი მივხდვი, რომ იქ არ ჩავვარდი. თვალში მომხვდა ერთი მაღალი, აშოლტილი გოგო, რომელსაც მოშიშვლებულ ზურგზე ჩამოყრილი შავი თმა ისე უბზინავდა, საკუთარი გაოგნებული სახეც კი დავინახე, რომ მოტრიალდა თვალთ დამიბნელდა, პანტერასავით გაზიდული ღია ფერის თვალები შემომანათა, მაგრამ უცებ გამომაფხიზლა დაკრულმა უშველებელმა წამწამებმა, დაბერილმა ტუჩებმა და დეკორატიულმა მაკიაჟმა რომელიც, ფერწერულ ტილოს უფრო ჰგავდა ვიდრე ადამიანის სახეს, მაგრამ ეფექტური ვინმე კი იყო ისე, მე რა თქმა უნდა არ შემიმჩნია კინაღამ მითხარა: „გენაცვალე მიდი ერთი შამპანური მომიტანეო“. მოკლედ წამოვიდა ჩვენსკენ, არა, კი არ წამოვიდა მოქნილი მოძრაობით მოგვიახლოვდა, რაღაც საოცარი კაბა ეცვა და ფეხზე? იცით რა ეცვა ფეხზე? მანოლა. არა, არც მოდის ინდუსტრიის წარმომადგენელი ვარ და ვერც ბრენდებში ვერ ვერკვევი, უბრალოდ ფილმები მიყვარს. ოვაციით შეხვდა ჩემს მეგობარს მოიკითხეს ერთმანეთი, მერე საერთო მეგობარზე დაიწყეს საუბარი და „პანტერამ“ აგდებულად განაცხადა, რომ ეს შტერი თავისმა ბოიფრენდმა ბათუმში წაიყვანა და იმედია იქ ზვიგენები არ შეჭამენ. არადა ერთ კვირაში პირველად მივდივარ ბათუმში, რა ზვიგენი, რის ზვიგენი. ჩუმად ამოვიღე ტელეფონი, მეგობარი მყავს მოსიარულე ენციკლოპედიაა, ნუ ჯიმი ჩუ არა, მაგრამ მადნეულიდან დაწყებული ჩინეთის იპმერატორით დამთვარებული ყველაფერი იცის. „მაკა მისმინე შავ ზღვაში ზვიგენები არიან?“. იქიდან ისეთი ხარხარი წამოვიდა, რომ წვეულების მუსიკა გადაფარა. სასწრაფოდ გავთიშე, თვითონ დამირეკა, ისევ ხარხარებდა, მომაძახა „ნუ გეშინია არ შეგჭამენ“ და ახლა თავად გამითიშა. მხრებში გავსწორდი და ამაყად დავტოვე იქაურობა. რატომ წამოვედი? რა კითხვაა ახლა ეს? ყველა გოგოს თავი კონკია ჰგონია და მაგიტომ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი