ზაფხული
არ მიყვარს ზაფხული, ჩემთვის გამოხუნებული წელიწადის დროა, რატომ არ მიყვარს? იმიტომ რომ ვერ ვისვენებ. ზაფხული უყვარს იმ ადამიანს, ვინც გადაადგილდება კარგი მანქანით და არ უწევს სუნიან ტრანსპორტში მგზავრობა სადაც, დილით წასმული მაკიაჟი მაისურზე გახატია და შენი სახე ბავშის ნაჯღაბნს ემგვანება, სადაც შენი დავარცხნილი თმა მტვრითა და ნაგვითაა არაა დაფარული და გვერდს არ გიმშვენებს სუნიანი არსება, ისეთი, რომ მერე შენც მისი სუნი აგდის, როცა გამოჭუკებული სახით არ გხვდება ახლობელი და იმიტომ არ კოცნი,რომ გაზეპილი ხარ. ზაფხული უყვარს იმ ადამიანს ვისაც სახლში და სამსახურში გასაგრილებელი საშუალება აქვს და სამოთხეშია,უყვარს იმ ადამიანს ვინც საღამოს სადმე გრილ, მშვიდ გარემოს არჩევს და ტკბება მუსიკითა და ცივი სასმელებით, უყვარს იმას, ვინც მიდის და 2 კვირას მაინც ატარებს ადამიანურად. არა თუ საშუალება გაქვს ყველა წელიწადის დრო კარგი, მისაღები და საყვარელია, მაგრამ... ხოდა მარტო იმიტომ რომ სარეცხი მალე შრება (რომელიც მერე სიცხეში უნდა აუთოო), საზამთროა და სკოლიდან ბავშვებს ითხოვენ და კიდევ კომბოსტოსავით შემოსილი არ დადიხარ (სამაგიეროდ გასაწური ხარ), ვერ შევიყვარებ ამ ზაფხულს და რა ვქნა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი