გაზაფხული
მაინც მოვიდა გაზაფხული, ქალივით ქარაფშუტულად წვიმიანად, ქარიანად და მზიანად. მომაყარა მიმოზები, ნარცისები, ყოჩივარდები, ამიშალა თმები, ამიშარდა და გადაიკისკა. დაიწყებს შრიალს, გაიპრანჭება და ივლის ქუჩებში, ამიყოლიებს და მომინდება დავიშალო სიყვარულებად, მომინდება ფრენა და აღმაფრენა, მომინდება სიმჩატე და ბედნიერება, მერე სიცოცხლე და აღარ შემეშინდება, რომ ვერ ვნახე როგორ მოვიდა გაზაფხული ჩემთან, შენთან, ჩვენთან, შემომხვია ხელები და გადამარჩინა ზამთრისგან. მაინც მოვიდა გაზაფხული ჯერ მარტებად, მერე აპრილებად და მერე მაისებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი