კორონა


საათმა დაკარგა თავისი ფუნქცია, არსად არ გეჩქარება. ზუსტად იცი დღის განრიგი ისიც იცი, რომ არავინ არ მოვა შენთან და შენც არავისთან არ მიხვალ, ვამპირივით ხარ ემალები ყველას და ყველაფერს. უამრავი დრო გაქვს, დრო, რომელზეც სულ წუწუნებდი, მაგრამ არ იცი რა მოუხერხო ამ „დროს“ . ფილმი „ზაზუნას დღე“ მახსენდება, მთავარ გმირს ერთი და იგივე დროს ეღვიძება ყოველდღე და ერთი დღე ქრონოლოგიური სიზუსტით მეორდება მანამ სანამ „ადამიანად“ არ იქცევა. რამ გამახსენა ეს ფილმი? ჩვენც დავკარგეთ მგონი ადამიანურობა, ზოგმა ტუალეტის ქაღალდში გაცვალა, ზოგმა ეგოიზმში, ზოგმა რწმენაში, ზოგმა რაში და ზოგმა რაში. ვართ საკუთარ შიშთან გამოკეტილები და ვუძლებთ ერთმანეთს, საკუთარ თავებსა და ვერ ვიგებთ რა გვჭირს. ვირუსი არ კლავს, ადამიანები ვკლავთ ერთმანეთს, ვკლავთ რწმენას, გვკლავს შიში და უიმედობა. იცხოვრეთ და ნუ უშლით ერთმანეთს ხელს ცხოვრებაში, თქვენ სულ მუდამ უკმაყოფილოებო, კრიტიკულებო და უმადურებო, ნუ მოკლავთ ერთმანეთს და ეს დრო გამოიყენეთ იმისთვის, რისთვისაც დრო არ გყოფნიდათ, რასაც ვერ იყიდით და რაც არ იყიდება. იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი