...


ადამიანები მანქანას, ავეჯს, ტელეფონს, ნივთებს უფრო უფრთხილდებიან ვიდრე მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ურთიერთობებს. ის რაშიც ფული გაქვს გადახდილი, უფრო ფასეულია ვიდრე ის რაც უბრალოდ გაქვს. 
ვისაც ცხოველები და ბავშვები უყვარს, სულაც არ არის კეთილი. 
ადამიანს, რომელსაც მარტოობა უყვარს, შეიძლება არ იყოს მარტოსული. 
კარგ დედას შეიძლება არ ჰყავდეს კარგი შვილი და არც კარგ შვილს შეიძლება ჰყავდეს კარგი დედა. 
დიპლომი არ ნიშნავს, რომ ადამიანი განათლებულია და არც ბრენდის სამოსი ნიშნავს იმას, რომ გემოვნება გაქვს. 
„პატარა“ ადამიანებს დიდი ამბიციები აქვთ. 
საკუთარი თავი ისე უნდა გიყვარდეს, რომ სხვას არ შესძულდე. 
როცა სხვა არ გაქებს, ნუ დაიწყებ საკუთარი თავის ქებას, სასაცილო ნუ იქნები.
შეუძლებელია წინასწარ იცოდე ვინ როგორი ქმარი იქნება ან ვინ როგორი ცოლი, საკუთარ შვილზეც კი ვერ დადებ თავს, ასე რომ რჩევების მიცემისგან თავი შეიკავეთ და თქვენს შეცდომებზე იმუშავეთ. 
შეიძლება არ იზიარებდეთ ადამიანის რწმენას, მის შეხედულებებს, მაგრამ პატივი ეცით მის პიროვნებას, თუნდაც ის არ იყოს თქვენი მოსაწონი, დამიჯერეთ თქვენც შეიძლება არ იყოთ სხვისთვის სამაგალითო. 
რაშიც ადამიანი ვერ ერკვევა, ეს არის სხვისი ცხოვრება. 
დროს ნუ ხარჯავთ სხვის კრიტიკაში, დრო ძალიან ძვირფასია, მოახმარეთ საკუთარ თავს.
ცხოვრებაში ვის როგორ გაუმართლა მხოლოდ ბოლოს ჩანს.
ყველა ადამიანი ცხოვრობს რეიტინგისთვის, ოჯახის წევრების თვალში თუ საზოგადოების თვალში, ბოლოს აღმოაჩენ, რომ სულაც არ გიცხოვრია. 
იაფფასიანი ნივთები შეგიძლია ისე ატარო, როგორც ძვირადღირებული, მთავარია იცოდე როგორ ატარო. 
არ არსებობს ვალი, რომელსაც ვერ დააბრუნებ, ყოველთვის დგება მომენტი, როცა გეძლევა ამის შანსი, უბრალოდ უნდა გამოიყენო ეს დრო. 
ხშირად ადამიანი საკუთარ ნაკლს სხვაში პოულობს, იმიტომ რომ ზუსატდ ეს ნაკლი სჭარბობს მასში და სხვა რამის დანახვა  უბრალოდ არ შეუძლია. 
არ უნდა ინატრო ის რაც წაგაქცევს, წაგიღებს, წაგლეკავს და დაგაქცევს. 
დიდი დოზით მხოლოდ ზომიერების გრძნობაა კარგი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი