აღდგომამდე


ბევრჯერ გვიღალატია და ბევრჯერ უღალატიათ, ნებით თუ უნებლიეთ, თავს კი იმით ვიმართლებთ, რომ ადამიანები ვართ. რატომ არის, რომ ჩვენს გულებში უფრო მეტი იუდა და პეტრეა, ვიდრე მაცხოვარი და რატომ გვგონია, რომ წამებულის გვირგვინს ვატარებთ და რატომ ვითხოვთ შენდობას, რატომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ცამდე მართლებს დაუმსახურებლად გვექცევიან, როცა ჩვენ თავად არაერთხელ გაგვიყიდია და უარი გვითქვამს ერთმანეთზე თავის გადასარჩენად. „ღმერთმა დამიფაროს“ ხშირად ვიმეორებთ და ამ დროს არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღმერთთან სათხოვარი არ გვქონდეს. ჩვენ სულ მართლებს, სულ ერთგულებს, სულ გულწრფელებს, სულ უღალატოებს, სულ უანგაროებს, სულ დიდსულოვნებს სხვისკენ თითის გაშვერა არ გვიჭირს.  მიძინებული სულებით დავდივართ და ვინმემ ჯვარზე თუ გაგვაკრა მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია ორი ავაზაკიდან, რომელი ვიქნებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი