იდეალური


სიტყვა „იდეალური“ სასაცილოდ ჟღერს. „იდეალური ურთიერთობა“ კიდევ უფრო სასაცილოდ, არავინ არ იცის ამ „იდეალურობის“ იქით რა ქაოსია. 
ვერ ვიტან ორ ადამიანს შორის იდეალურ ურთიერთობას, ასეთი მეგბრობისაც არ მჯერა არა თუ სიყვარულის. იმ „იდეალურის“ მიღმა ყოველთვის სიყალბეა, სიყვარული დათმობაა, ზოგი ვერ იგებს და ჰგონია ურთიერთობაში იჩაგრება თუ თმობს, ზოგი თმობს და ჰგონოა, რომ დიდსულოვანია, სინამდვილეში კი თავს იმართლებს. ადამიანის სისუსტე ზუსტად ის არის, რომ ამპარტავანია და მიდრეკილია იდეალური იყოს, მაგრამ ავიწყდება, რომ ცხოვრება ცხვირსახოცი არაა, რომელსაც სახამებელს გაუკეთებ და გაატკიცინებ, ცხოვრება მოულოდნელია უამრავი ბზარით, ხარვეზით და იმ ადამიანთან, რომელთანაც ხარ იმიტომ ხარ, რომ გიყვარს და თუ გიყვარს რატომ უნდა დამალო ხარვეზები, რატომ უნდა იმართლო თავი, რატომ უნდა მოიფიქრო ისტორიები, თითქოს და ყველაფერი გადასარევადაა? მნიშვნელობა არ აქვს თითზე რა გიკეთია ბაჯაღლოს ბეჭედი თუ პლატინის, როცა ურთიერთობები ძაფივით წყდება. მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრობ ქოხში თუ ორსართულიან სახლში, მთავარია შენ ბედნიერებას რას ეძახი და ის რომ საყვარელი ადამიანი რამეს გიკეთებს ან შენ უკეთებ, სხვის დასანახად და ნიშნისმოგებით არ აკეთებდე, დღევანდელობის ნაკლიც ისაა, რომ სანახაობრივი ხდება ყველაფერი და სიყალბეს იძენს, ყველაფერი ყალბს კი იაფფასიანი სუნამოს სურნელი ასდის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი