მეგობარი
მეგობარი არც ბევრი უნდა გყავდეს და არც ცოტა, იმდენი უნდა გყავდეს, რომ შეძლო მათი ცხოვრების შემსუბუქება და მათ შენი. ხო შემსუბუქება ხანდახან შეიძლება ისეთი ბედნიერი იყო ვინმემ უნდა დაგაბრუნოს რეალობაში, თორემ შეიძლება ბედნიერება უბედურებად გექცეს. უმეგობრო ადამიანიც მინახავს და ისეთიც, თავის დამლაგებელს, რომ გადაუშლის გულს, იმიტომ რომ იცის ვერ გაუგებენ „მეგობრები“. „იდეალური“ მეგობარიც შეიძლება გყავდეს, მაგრამ მაინც გიყვარდეს, გყავდეს ისეთიც ვისაც ვერ ეტყვი, რომ მაკიაჟით დაიძინე, დილით ადრე არ ადექი და უზმოზე ერთი ჭიქა წყალი არ დალიე. მაგრამ არის დრო, რომელიც გიტოვებს ნამდვილ მეგობარს (ან მეგობრებს), იცით როგორს? რომელიც დაგინახავს აჯაჯულს და გონებაშცი კი არ გაივლებს, რომ საფრთხობელა ხარ, რომელიც სუსტია შენზე, ბევრად სუსტი, მაგრამ დაგიდგება ყველაზე მყარ კედლად და გეტყვის „მომეყრდენი“, რომელიც თბილი პლედივითაა, რომ მოისროლო, მაინც გაგათბობს მეორედ და ზუსტად იქ დაგხვდება, სადაც დატოვე, რომელმაც იცის გუშინდელი დღე რატომ გაწერია დღეს სახეზე და არ გკითხავს, დაგელოდება და უბრალოდ მოგისმენს, არ დაგარიგებს ჭკუას, იმიტომ რომ ზოგჯერ, შენც კარგად იცი ყველა კითხავზე პასუხი, ამიტომაც ყველაზე მტკივნეული ღალატთა შორის მაინც მეგობრის ღალატია, მარტივი მიზეზის გამო, რასაც არ ელოდები ზუსტად ის გკლავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი