რეალობა


ხშირად ცხოვრებაში ილუზია რეალობის მსხვერპლი ხდება და ყველაზე იდეალურად დადგეგმილ დღესაც კი შეიძლება წვიმა წამოვიდეს და დაასველოს მდელოზე ლამაზად გაფორმებული სადღესასწაულო მაგიდები, შეიძლება სახლი, რომელიც შეარჩიეთ და რომელშიც გეგმავდით სიბერის  გატარებას სულაც არ აღმოჩდეს, ის ადგილი, რომელზეც ოცნებობდით, შეიძლება ყველაზე ახლობელმა ადამიანმა გიღალატოთ. ასე, რომ თავს ნურავისზე და ნურაფერზე ნუ დადებთ, საკუთარ თავზეც კი.  ჩვენი წარმოსახვა ჩვენივე რეალობას ეწირება და დგება იმედგაცრუება. ერთადერთი რამ, რაც გარდაუვალია და რაც აუცილებლად მოხდება  ჩვენს ცხოვრებაში ეს არის სიკვდილი, დანარჩენი  გამართლება და ბედია. ამიტომ დაგეგმეთ, მაგრამ ნუ გექნებათ იმის, მოლოდინი, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც ფიქრობდით ან წარმოგედგინათ, ადამიანი ვერ ცვლის ვერაფერს, ის მხოლოდ მონაწილეა მოვლენებისა, რაც მის ცხოვრებაში ხდება და ხშირად მიზეზით თუ უმიზეზოდ, არც შესწევს უნარი რამე შეცვალოს. ბევრჯერ გვიფიქრია „ესე რომ ყოფილიყო“, მაგრამ ვერ იქნებოდა. ზუსტად იქ უნდა გაგვევლო, ის ადამინი უნდა გვენახა, იმ დღეს უნდა დაგვეწვა თითი, ფეხსაცმელს მოსტეხოდა ქუსლი, ის უნდა გაგვეკეთებინა, რაც უკვე დაწერილია, მარიონეტები ვართ, უხილავი ძაფებით მართული მარიონეტები, მანამ სანამ ყველა ძაფი არ გაგვიწყდება და მაინც ალბათ ჯობია ვიცხოვროთ ბედნიერებმა დღეს, იმიტომ რომ თავიდან დაწყების შანსი მეორედ არავის არ ეძლევა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

5 კომენტარი
გარჩაპროგრამისტი5 წლის წინ

თქვენივე მსჯელობიდან შემიძლია ვთქვა რომ, არასწორია როცა ფიქრობთ რომ არაფრის შეცვლა ან გაკეთება არ შეგვიძლია, ან ის რომ რაღაც დაწერილია ჩვენი ბედი,

გარჩაპროგრამისტი5 წლის წინ

ყველაფერი შეგიძლია შეცვალო და სრულიად ჩვენ ხელშია ჩვენი ცხოვრება.

ნატალია ედიშერაშვილირუსული ენის სპეციალისტი5 წლის წინ

მიხარია თუ თქვენ ეს შეძელით

გარჩაპროგრამისტი5 წლის წინ

თქვენც შეგიძლიათ სრულიად, უბრალოდ პასუხისმგებლობა 100% საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ ჩვენი ცხოვრების.
და ნელნელა ყველაფერი დალაგდება. გისურვებთ წარმატებებს. მადლობა

ნატალია ედიშერაშვილირუსული ენის სპეციალისტი5 წლის წინ

თვენც გისურვებთ წარმატებას ყველა წამოწყებაში

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი