სიყვარულზე


რა არის ის, რასთან ერთადაც გვინდა ცხოვრება, რას ვეძებთ და საბოლოო ჯამში რას ვირჩევთ, რატომ გვეიოლება თითზე ბეჭდამდე ყველფერი და გვგონოა, რომ არ შევცდით ან შევცდით და თავს ვიმშვიდებთ. მერე? მერე იწყება ზუსტად ყველაზე საინტერესო, როცა სტატუსს შეძენილები აღმოვჩდებით ხოლმე სრულიად სხვა სამყაროში, არიან გამონაკლისები „იდეალურები“, ვითომ „იდეალურები“. „წესიერები“ ყოველთვის გახამებულები ვიღაც „ჭკვიანის“ მიერ დადგენილი წესებით მაცხოვრებლები, რომლებსაც გაუმართლათ. ვისაც არ „გავიმართლა“  ასეთი გამართლებულები ზემოდან გვიყურებენ. აი ისეთი წყვილები,“ ჩვენი დილა ერთად იწყება“, „მან იცის მე რა მიყვარს“, „მეც ყოველთვის ვიცი რა ესიამოვნება და იმას ვჩუქნი“, „სამსახურის მერე გამომივლის და ჩვენ თითქმის სულ ერთად ვართ“. უკაცრავად, მაგრამ განა „ეს“ აუცილებელია ბედნიერებისთვის, „გაწერილი“ ბედნიერებისთვის ყველა წესის დაცვა? და რა ვქნათ ჩვენ „უწესოებმა“, რომლებიც ყველა წესის დარღვევით, ვთვლით, რომ ბედნიერები ვართ, არ ვართ პრინცესები, არ ვართ „იდეალურები“? განა ჩვენი ბედნიერება ბედნიერება არაა? განა იმას ვინც არ გვაკითხავს და შეიძლება დაავიწყდეს საჩუქრის ყიდვა, განა მას არ უყვარვართ? ნუთუ სიყვარულს, აქვს წონა, ზომა, კარატი, ფერი, სუნი, ბარათის ნომერი, მანქანის მარკა, განა სიყვარული უანგარო არაა? ხომ შეიძლება ერთი დღე, თუნდაც ერთი დღე ისე გვიყვარდეს, უბრალოდ დაღლილებს, გაბოროტებულებს, უიმედოებს, საწყლებს, გამწარებულებს, გაგიჟებულებს, ავადმყოფებს, დავარდნილებს, უბრალოდ ისე გვიყვარდეს ერთმანეთი, უბრალოდ ბრალის გარეშე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი