მარიამობა
დღეს ვიქნებოდი მშვიდი კედლებგაძარცვულ სახლში, გაჭვარტლული ბუხრის წინ მობუზული, მოგიზგიზე ცეცხლის შემყურე იდაყვებგადატყაული სამოსელით. ვიფიქრებდი არაფერზე, ვიქნებოდი არავინ და მექნებოდა არაფერი. ვერ გავიგებდი ვერც ტკივილსა და ვერც სიხარულს, ვერც სიმწარესა და ვერც ტკბობას. დღის ბოლოს ხის კარს გამოვიხურავდი, დავტოვებდი სიმშვიდეს და ისევ დავბრუნდებოდი საგიჟეთში. ყველას თავისი მარიამობა დღე აქვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი