დღე შემოდგომისა
სიცივისგან დაბურული მზე ჩუმად მიიპარებოდა კორპუსების უკან ჯერ მეცხრე სართულზე გაჩერდა, მერე მერვე, მეშვიდე, მეექვსე სართულზე და ისე გაუჩინარდა კვალიც არ დატოვა , თავი გავწიე ნეტა ვის სახლში მიიმალა? ლამპიონების შუქმა აქა-იქ ამოყო თავი და შეყვითლებული ფოთლები გაანათა, თბილისური საშინელი ყავა მოვიდუღე, ისეთი მარტო სიკვდილმისჯილებს, რომ ასმევენ და ხელის ცეცებით აივნის კუთხეში დადებული საფენი მოვძებნე, დავჯექი და რაღაცნაირი სიმარტოვე მომაწვა მრებზე მერე მომხარა, ხომ არის მომენტები, არაფერიც არ ხდება, სულაც არ ხარ მარტო, მაგრამ მარტო ხარ, როცა არავის ჭირდები და არვინ არ ფიქრობს შენზე, არავის უყვარხარ და სულ მარტო ხარ, ესე უპატრონო ძაღლივით ზიხარ და ითბობ გულის მხარეს. აუუ მაგიჟებს „ეს“ შემოდგომა, ისე მიყვარს, ვიღაცის ხარხარმა გამაცოცხლა. რა მაგარია ესეთი ხალხი როცა გინდა მოკვდე და ვიღაც შემოგარტყავს, იმას ჰგავს ეს „ხარხარი“, ისეთია რეალობაში, რომ გაბრუნებს. თავი გავაქნიეე მოვიცილე, ისეთი სიმშვიდეა თითქოს დრო გაჩერდა იმ წერტილზე მზე, რომ შევიდა ვიღაცის სახლში და მე, რომ გავყევი უკან. სიგრილე მომაწვა საფეთქლებზე...დავტოვე სიმარტოვე და უკან დავბრუნდი იქ სადაც ჯერ კიდევ ვიღაცას რაღაც დრომდე ვჭირდები, მერე? მერე ისევ შემოდგომა მოვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი