უბრალოდ...


მამაჩემი რაც წავიდა არ დამსიზმრებია, ზოგჯერ მგონია, რომ სახლში დადის, ზოგჯერ ძალით ვისიზმრებ, მაგრამ მაინც ვერ ვხედავ, ალბათ „იქ“ კარგია. ალბათ ჯოჯოხეთი რომლითაც გვაშინებენ სინამდვილეში არც ასრებობს და ჩვენ მოვიგონეთ ჩვენი თავების დასაჭერად, რომ რამის ან ვინმესი მაინც გვეშინოდეს. მეგობარმა მომწერა მამაშენი დამესიზმრა შენი ძმა ჰყავდა გამოყვანილი ეტლით და ასეირნებდაო. ორივე ისეთი ბედნიერი იყოო, შემშურდა... ჯოჯოხეთი? აქ არის ალბათ და იქ მარტო სამოთხეა, შეუძლებელია ღმერთმა ისე გაგვწიროს, რომ იქაც ჯოჯოხეთი დაგვხვდეს. სულ მიკვირს ბავშვებს, ხომ არაფრის არ ეშინიათ, არ იციან რა არის შიში იმიტომ არის ასე მარტივად, რომ ეცემიან. შიში მერე მოდის ასაკთან ერთად, სულ შიშით ცხოვრობ, სულ გეშინია, სულ ...თითქოს შენზე იყოს რამე დამოკიდებული. ერთი დღე, ხომ შეიძლება ერთი დღე, უბრალოდ დღე იყოს, უბრალოდ დღე და არაფერი არ მოხდეს, არც ცუდი და არც კარგი, უბრალოდ დღემ იცხოვროს შიშის გარეშე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი