დრო


დროს არ ეჩქარება არსად,  ეს ჩვენ გვეჩქარება, სულ სადღაც მივიჩქარით, სულ იმის ნატვრაში ვართ, ნეტავ მალე გათენდეს, ნეტავ მალე დაღამდეს, ნეტავ როდის მოვა, ნეტავ როდის გავა, ნეტავ როდის გაიზრდება, ნეტავ მალე დამთავრდეს, ნეტავ როდის გავხდები 20 წლის, ნეტავ მალე გამიაროს, ნეტავ მყავდეს , ნეტავ მომასწრო, ნეტავ... ნეტავ... ნეტავ....დროზე ჭამე, დროზე ჩაიცვი, დროზე დაწერე, დროზე მოდი, დროზე დაიძინე, დროზე, დროზე, დროზე, დროზეეეეეეეეეეეეე, გიჟებივით ველოდებით მეორე დღეს, მომდევნო საათსა და ისე უცებ გარბის დრო ვერაფერს ვერ ვასწრებთ. არა, როგორ არ ვასწრებთ ყიდვას, გაყიდვას, დაკარგავს, პოვნას, გაბრაზებას, ყვირილს, სირბილს,  მაგრამ ცხოვრებას ვერ ვასწრებთ და ვაჩქარებთ დროს ჩქარა, ჩქარა, ჩქარაა. დედაჩემმა იცის ხოლმე თქმა -„მალე გადუწყდა შვილო შენს მტერსო“ (იმერულად გაუშვა გაღმა მარილზე). ნეტავ სად გეჩქრება ადამიანოო? ნეტავ როდის უნდა გაჩერდე და უბრალოდ იცხოვრო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი