(სევდისფერი დღეები ..)
სევდისფერი დღეები ძაფზე ასხმული მძივებივით მიეწყო ერთმანეთს...გაზაფხულია...ცივი ოღონდ, წვიმაცაა და ქარიც, არ ეთმობა ზამთარს ჩვენგან წასვლა, ხოდა ქალაქი ისევ შავად შეიმოსა . ხშირად გამიგია ფრაზა „მეც ამინდისნაირ ხასიათზე ვარ“. არადა ყველაფერი კარგად, რომ იყოს განა ვინმე წვიმას ან ქარს გაუბრაზდებოდა, იღბალი რომ გვქონდეს განა 13 რიცხვს შეუშინდებოდით, თან პარასკევ დღეს და წინ გადარბენილ შავ კატას, რომელიც ადგილზე გაქვავებს და მერე ელოდები სხვა როდის გაივლის, ან მაგიდაზე დაყრილ მარილს, რომელსაც ერთ სათლ წყალს ასხავ ოღონდ ოჯახში არავინ იჩხუბოს, სტუმრის წასვლის შემდეგ გამოუგველ სახლში ყოფნას ან მეზობლის ცუდ თვალს, ან ოჯახში პირველად შედგმულ მარცხენა ფეხს, როგორ გვიადვილდება ჩვენი უიღბლობის, ჩვენი უხასიათობის, ჩვენი უნიათობის, ჩვენი ცხოვრების სხვაზე ან რამეზე გადაბრალება, დადანაშაულება...განა ამინდი და უამინდობა გვიქმნის დისკომფორტს ან კომფორტს, ან წვიმაა მიზეზი და თოვლი, რომ გვცივა, ან ადამიანი, რომელმაც ფეხი დაგვაბიჯა, დაგვეჯახა, ცუდად შემოგვხედა, იქნებ ის მცირედიც, რომ არ გვახარებს რაც გვაქვს ჩვენი უჟმური ხასიათი ბრალია? იქნებ. მაგრამ მაინც ხეზე სამჯერ ვაკაკუნებ ღმერთმა კარგი ყურით გვისმინოს. პ.ს. ცრუ რწმენა და ღმერთი ერთ კონტექსტში, რაღაც სარკაზმული არის ამაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი