შეცნობა
ღალატი...როცა ევამ შემოქმედს უღალატა, ადამმა კი ევას, როცა მას გადააბრალა ევამ შემაცდინაო და დაიწყო...ღალატი, ყველას ცხოვრებაშია, ღალატობენ დედები, მამები, შვილები, გმირები, პატრიოტები, ცოლები, ქმრები, მეგობრები, დები, ძმები, მეზობლები. ადამიანები ღალატობენ ერთმანეთს, კი ხანდახან დროც გღალატობს, ნერვებიც, ამინდიც, მოსავალიც და იმედგაცრუებული რჩები. ოოო, რა მწარე გრძნობაა, როცა იმედგაცრუებული და მოტყუებული ხარ, გული გწყდება, რომ შენი ნდობა ბოროტად გამოიყენეს ან იქნებ ჩვენი თავები გვეცოდება გაცემული სიყვარულის, თავდადებისა და ნდობის გამო? ვღალატობთ და გვღალატობენ ნებით თუ უნებლიეთ. ვარღვევთ საკუთარ თავთან დადებულ პირობებს. ვეძებთ მიზეზს სხვაში და თავს ვიმართლებთ. ადამიანი, რომ კარგად გაიცნო ერთი ფუთი მარილი უნდა შეჭამოო და საკუთარი თავი, რომ შეიცნო და გაიცნო ნეტავ რამდენი უნდა „ჭამო“ ცხოვრებაში? ყველაზე რთული გადასატანი ცხოვრებაში ადამიანების დაკარგვაა, რომლებიც გვღალატობენ და რომლებიც „კვდებიან“. პატიება შეიძლება ყველაფრის...ალბათ. მთავარია საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილს არ შეგრცხვეს იმ ადამიანის ვინც ნამდვილად ხარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი