მამაზე


გასაღებების ასხმა გვაქვს სახლში, მამაჩემის.  ნებისმიერ ხმაში გამოვარჩევ. კარს როცა აღებდა ვიცოდი, უკვე რომ ის იყო. ახლა დედაჩემს აქვს და ყოველ ჯერზე მგონია, რომ მამა მოვიდა და გული გამალებით იწყებს ფეთქვას, მერე მახსენდება, რომ ...ის ისე წავიდა არაფერი არ წაუღია, გარდა ტკივილისა და დარდისა. სულ ვაჟას სიტყვები მახსენდება ,, მუხთალო წუთისოფელო ტანჯული შვილი გშორდები...,, ნეტავ სიკვდილს თუ ჰყავს დედა ან მამა, ან თუ ბერდება, ან ცრემლი თუ სდის , იქნებ მარტოა ან არ არის. იქნებ სულაც არ არის საშიში და მოვიგონეთ ადამიანებმა, ფორმას ვუძებნით და გარდაცვალებას ვარქმევთ თითქოს გვინდა გავალამაზოთ, გვინდა ჩვენივე ტკივილი შევიმსუბუქოთ და ადვილად ვიცხოვროთ, მაგრამ ვერ გვეცხოვრება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი