ერთ დღეს ...


ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ ოჯახის მიღმა, კარიერის მიღმა, ყველაფერი რაც გაქვს იმის მიღმა კიდევ ხარ შენ, შენ რომელსაც გაქვს შენი სურვილები, შენი ჩანაფიქრები, უბრალოდ ხარ შენ ყველაფრისგან განცალკევებით, ხვდები, რომ „სხვისი“ ცხოვრებით ცხოვრობ და  ხანდახან გინდა იყო ის რაც ხარ, შენი ცუდი ხასიათით, ცრემლებით, ყვირილით, სიცილით, ბედნიერებით, გინდა არავის ჭირდებოდე და იყო უბრალოდ ის რაც ხარ, ისე უყვარდე და ისე გიყვარდეს სტატუსებისა და საჭიროების გარეშე, უბრალოდ იყო ადამიანი შენი სისუსტეებითა და სიძლიერეებით. სხვის გადასარჩენად წყალში შესული ხშირად თავად იღუპება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი