ჩარჩენილები
არ ვიცი ვინ გამოგვკეტა ან რამ სახლებში, საკუთარ თავებში, მაგრამ სულ მგონია ვიღაც გვაკვირდება. სინამდვილეში საკუთარ თავებს, საკუთარ შიშებსა და საკუთარ ფიქრებს ვერ ვუძლებთ, ვერ ვიტანთ ერთმანეთსა და ერთი სული გვაქვს „გარეთ“ გავვარდეთ, განა იმიტომ რომ თავისუფლება გვინდა, არა იმას გავურბივართ რაც შიგნიდან გვჭამს და იმდენად შეჭმულები ვართ, რომ ერთი წელიც რომ ვისხდეთ გამოკეტილები მაინც არ „გავიზრდებით“, მაინც არ გვეყვარება ერთმანეთი და ისიც კი არ ვიცით რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, სოროებიდანაც კი ვახერხებთ ერთმანეთის ლანძღვას , დაცინვას , ჭკუის სწავლებას. კუთხეებს ვეძებთ, რომ დავიმალოთ. მერე? მერე გაქცევა გვინდა, საად? არსად. თავისუფლება კი არა ერთმანეთისგან გაგქცევა გვინდა, საქმე იმაშია, რომ ნერვებს ვუშლით ერთმანეთს და იქნებ სწორიცაა, ამდენი რომ ვიღუპებით, რაც ნაკლები დარჩება, მით ნაკლები ბოღმა და შური იქნება. ვერ გაგვირკვევია რა არის ჩვენთვის ბედნიერება. გარეთ რომ გავალთ: „აუ ნეტავ ისევ სახლში ვყოფილიყავით“, „ნეტავ ესე“, „ნეტავ ისე“, „ეს რა არის?“, „ესე რატომ არის?“. ადამიანო რა გინდა შენ? არა როგორც დედას, არა როგორც მამას, ცოლს, ქმარს, შვილს, სტუდენტს, დირექტორს, მეეზოვეს, ჯარისკაცს, შენ ადამიანო, შენ რა გინდა? რა არის „ის“ რაც ბედნიერს გაგხდის? რააა? სხვისი ჭკუის სწავლება? სხვისი დამცირება? სხვისი დაცინვა? სხვისი გაკრიტიკება? სხვისი ცხოვრება? სინამდვილეში არც ერთ ჩვენგანს, „ვითომ“ ძალიან აზრზე მოსულებსაც კი პასუხი არ გვაქვს, ირონიული პასუხის გარდა. რა გვინდა საკუთარი თავისთვის და საკუთარი თავისგან? პასუხი ერთია ადამიანი მაინც უმადურ არსებად დარჩება, რომელივ მუდამ ითხოვს და გაცემა არ სურს. ძალიან ძნელია შენში დაძლიო სიძულვილი და მანკიერს მოერიო, სუსტებს არ შეუძლიათ სიყვარული, ისინი ზედაპირულები არიან და ტივტივებენ კიდევაც ზედაპირზე. რა საჭიროა გიყვარდეს ყველა ან აიტანო ყველა? იქნებ გეცადათ, ერთი დღე, ერთი საათი ან ერთი წუთი, რომ მარტო სიყვარული გასცეთ. თუმცა უძლურებს არ აქვთ ძალა და ადვილ გზას პოულობენ, რომელსაც „სიძულვილი“ ჰქვია. პ.ს. მინდა ვცდებოდე, იქნებ ვცდები კიდევაც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი