(მოიასამნებს, ჩემს ფანჯრებთან ..)


მოიასამნებს, ჩემს ფანჯრებთან მოიასამნებს 
უშენოდ შენით, 
გაზაფხულით უგაზაფხულოდ.
მოვა ფერები და ჩავიცვავ,
შილფად ჩავიცვავ და ვიშრიალებ. 
გაზაფხულზე უგაზაფხულოდ.
მოიავდარებს უავდაროდ, უმისამართოდ,
და ფანტელებად, რომ წამოვა ნუში ზეციდან
ხელებგაშლილი დავხდები აპრილს. 
დაველოდები ქუხილებს, წვიმებს. 
მოიასამნებს, ჩემს ფანჯრებთან  უშენოდ შენით
და მაინც მოვა, მე ხომ  ვიცი, რომ მაინც მოვა
გაზაფხულზე „გაზაფხული “
მოვა მზეებად , ხეებად, წყლებად
და მეც აღვსდგები გაზაფხულზე 
იასამნებად...ოღონდ მოვიდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი