შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გლგკტიონი...
ჩვენში რა ხალხი შობილა ,სულნათნი, უღალატონი, კვლავ ამ გენიით სულდგმულობს ერი ამ კაცთა პატრონი,კარგი მეხოტბე ვერ იყო მედროვე მათი ხმებისა... მათ მყოოფადმა აკმია ზე-განცდა უკვდვებისა... ყველა ეპოქას ანათებს ერთი უბადლო კრისტალი... ძეგლი სიტყვებით ნაძერწი, რითმებით ნაგვირისტალი... ვერ მივაწიეთ წრსულში მგოსანს ხოტბა და თაყვანი, სად ყრია ძვლები შოთასი? სად რწოდა მისი აკვანი?... მამულის დიდი ქომაგი, მცველი ენის და რწმენისა... ილიას შეგონებანი წმინდა დვრიტაა ერისა. მისი სიკვდილით გაცხადდა მზაკვრობა კაცის გულისა, ადამის მოდგმის სიბილწე და სიმახინჯე სულისა. დიდი აკაკი რომ არა ასე ვინ გვაღიღინებდა, ჰშვენოდა ენე-მოსწრებულს,კაფიაობდა, ლხინობდა, ქვეყნის ტრფიალში ამრავლა ნაღვაწნი სიტყვა-ფრთიანნი, სამშობლოს მიესალბუნა მისი ხმა ლაზათიანი... ვაჟაის კალმის ნაკაწრი სალ კლდეებს ამოეტვიფრა, მთელი ბუნების ვარამი ასე ღრმად როგორ ეფიქრა? სხვის ბედს ჩიოდა ბდშავი, ღმერთკაცის შესადარები... კაი ყმის ტვირთი მძიმეა, ადვილად ვერსატარები... და ჰაა, სხვა სივრცე იშლება, მეჯლისი ეფემერების, სხვა შუქ-ჩრდილები და არაამქვეყნიური ბგერები... მრავლად გვყოლია რჩეულნი, ამის მოწამე ღმერთია, სიტყვის ოსტატნიც, ჰოო მაგრამ, გალაკტიონი ერთია... ვით ოკეანე, მვინვარებს ამათი ნაწერ-ნაკალმი... დედა სამშობლო ამაყობს, შვილებზე ნაამაგარი. უფალო, მუდამ დაჰბერე ჩვენში ამგვარი სიონი... შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი