ირაკლი ნადარაია
პოეტი ირაკლი ნადარაია დაიბადა 1977 წლის 21 ივლისს შავი ზღვის სანაპიროზე , ქალაქ სოხუმში. მისი პოეზია გამოირჩევა მრავალფეროვანი მხატვრული სახეებით და ემოციური სიღრმით; მისი ლექსების ძირითადი თემებია: ადამიანი და სამყარო, იდუმალება, მეტაფიზიკური, ეზოთერული მოტივები; ლიტერატურაში გამოირჩევა მისთვის დამახასიათებელი უნიკალური სტილით და ლექსწყობით. რომელსაც ახასიათებს განუმეორებელი ჟღერადობა და სიტყვების ჰარმონია და მაგია. მისი პოეზიის საღამოები გაიმართა თბილისში ( თეატრი ,,ძველი სახლი ", ,,თეატრალური სარდაფი ", მსახიობის სახლი -საქართველოს თეატრალური საზოგადოება, ლიტერატურული კაფე, სამხატვრო აკადემია, თბილისის კონსერვატორია და სხვა ) ირაკლი ნადარაიას პოეზია თარგმნილია მრავალ ენაზე. მისი პოეზიის საღამოები და ეზოთერული სპექტაკლები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ( ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ფლორენციის უნივერსიტეტი, ბრიტანეთის ნაციონალური მუზეუმი, გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია, ჰარვარდის უნივერსიტეტი, სტოუნჰენჯი ( დიდი ბრიტანეთი), ლვოვის ლიჩაკოვის სასაფლაო, კოტორის სანაპირო (მონტენეგრო), ვატიკანის ბიბლიოთეკა და სხვა ). არის რამოდენიმე საფორტეპიანო კონცერტის ავტორი. მისი პოეზიის საღამოები გამოირჩევა პოეზიის, მუსიკის ,თეატრის და ქორეოგრაიის მეტაფიზიკური სინთეზით, რაც მას გამორჩეულ და უნიკალურ ავტორად წარმოაჩენს თანამედროვე ლიტერატურაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი