შენ ჩემს ტკივილთან.


თუ ისევ შეგხვდები,
ცრემლიანი თვალებით გაგაყოლებ თვალებს,
შემომხედავ
და ისევ ჩამივლი გვერდით,
თითქოს არასდროს მიცნობდი.

ამდენი ტკივილისა
და უძილო ფიქრების შემდეგ
ისევ მინდა გითხრა,
რომ მიყვარხარ.

ვფიქრობ, ოდესმე ერთად ვიქნებით,
მაგრამ ყოველ ჯერზე,
როცა შენს წარსულში ჩაბარებას ვცდილობ, 
ისევ ჩნდები
ჩემი ცხოვრების გზაზე.

ისევ ვებრძვი ტკივილს,
დარდს,
ცრემლებს…
და ბოლოს ყველაფერი თავიდან იწყება.

ისევ შეგხვდები.
ისევ ჩახუტება მომინდება.
შენ კი,
როგორც ადრე,
უბრალოდ გვერდს ჩამივლი…
?!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი