მოგონება


იყო ოცნებები. სწავლის სურვილი,ჩავირიცხე  კიდეც. ფერადი და ხანმოკლე პირველი კურსი,  ამით დასრულდა ბავშვური წლები  და ჩაკვდა სურვილებიც.   
     შევხვდი ადამიანს, რომელმაც დამავლო ხელი და ჩამსვა  მანქანაში. აღმოჩნდა,  რომ ის იყო ის. ამის შემდეგ შეიცვალა ყველაფერი. დაიწყო ცხოვრების ორომტრიალი. იძულებითი, უგემური  სიყვარული,   შვილები 4.   მძიმე,მრავლრიცხოვანი ადაჯიანებით სავსე ოჯახი, მათ წინაშე მოვალეობები და პასუხისმგებლობებით სავსე ცხოვრება. სამსახური და დაუსწრებლად სწავლის წლები ძუძუთა ბავშვებით.  
     იყო ბედნიერი წუთებიც,  ცრემლიც,  განშორებაცა და სიახლოვეც. სასიამოვნო  ცვლიდა   არასასიამოვნოს და პირიქით. ნელა ნელა შემცირდა თბილი სიტყვები, შემცირდა ლამაზი წუთები  და  მოიმატა ცხოვრების ტვირთმა. წავიდა შორს,  გაცივდა გული.
     ახლა,  ამდენი წლის შემდეგ,  ვწევვარ  მეუღლის გვერდით და ვფიქრობ:- ესააა რაც მინდოდა,  ის რაზეც ვოცნებობდი?   რატომ არ იბრძვი?   რატომ დაყარე ფარ-ხმალი,  ასე რამ შეგაშინა?
     სად წავიდა ის ბავშვი, წიგნის კითხვისას რომ ირგებდა  გმირების  როლს.  სტკიოდა მათი ტკივილი. უყვარდა და  სძულდა, ტიროდა  და იცინოდა  მათთან ერთად და მომავალზე ოცნებობდა ,  რა მოგივიდა?  განა იმდენი დრო  გავიდა  რომ  ოცნებაზე  უარი  თქვი?  ნუთუ აღარ დაგრჩა ენერგია თვალი გაუსწორო აწმყოს.?  რატომ დაკარგე ცხოვრების იმედი?
    არა არ დამიკარგავს. ხვალიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი