მიზანი


სათქმელი დამიგროვდა, ოღონდ არ ვიცი როგორ და სად გადმოვსცე .ან რა ფორმა მივანიჭო. ვფიქრობ შემიძლია რაღაც ღირებულის დაწერა, არ მაქვს დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, უბრალოდ ასე მგონია.                     
      მრავალფეროვანი წარსული ცხოვრება, არსებული აწმყო და  ოცნებებზე აგებული მომავალი მაძლევს ამის მიზეზს. თუმცა კალამი ვერ ავიღე ხელში. კომპიუტერთან დასაჯდომად კი დრო არ მრჩება. გონებაში წარმოვიდგენ და ვიხატავ პერსონაჟებს,  გულში  ვისახავ მათ გრძნობებს და ვაძლევ წარმოსახვით სიცოცხლეს, თუმცა ხორცს ვერ ვასხამ. ალბათ აკლია დადუღება. 
   ალბათ,  მე არ ვარ მწერლობისთვის დაბადებული. ან მწერლობა არაა ჩემს ბედისწერაში ჩადებული. 
    ვკითხულობ  სხვების ნაწერებს და  ვფიქრობ ასე ხომ მეც შემიძლია, მეც ასე ვფიქრობ, მეც დავინახე ეს პრობლემა და მეც ამიდუღდა ამაზე გული, და რა გავაკეთე?არაფერი. სწორედ ესაა პრობლემა. ჯერ საკუთარ  თავთან ბრძოლაში ვარ ჩაბმული. გაურკვევლობაში ვარ რა მინდა. რა მიზანი მაქვს? 
  მინდა რამე გავაკეთო. თუნდაც უმნიშვნელო. ემოციები მახრჩობს, მინდა ფურცელზე გადმოვიტანო, იქნება ვინმეს მოეწონოს.იქნებ დააინტერესოს. ვნახოთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი