51
ეგეთი იყო,პოზიტივს ეძახდა ამას,გულთან რომ არაფერი მიჰქონდა.და სადღაც მართალიცაა, მის უერთჭაღარო თმას თუ გავითვალისწინებთ 40 წლამდე ასაკში.ზედმეტად პასუხისმგებლიანი ადამიანები სულელებად მიაჩნდა და ნებისმიერს დაგისაბუთებდათ რატომაც.ერთ სამედიცინო მოსაცდელში გადაიკვეთა ჩვენი გზები,ოსტატურად გადამიჭრა გზა და აიღო რიგის ნომერი 51.მე 52 შემხვდა.მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება მისმა პეწენიკა ჩაცმულობამ,საათმა მაჯაზე,მაისურზე ჩამოკიდებულმა სათვალემ,მოვლილმა წვერმა.მოკლედ ეტყობოდა,რომ არცერთ საშუალოსტატისტიკურ ქალს არ ჩამოუვარდებოდა სარკესთან გატარებული საათებით.ერთი-ორი გაიარ-გამოიარა,გაიაზრა დიდი რიგიაო და რაღაც იქვე ახლოში საქმე ან რავიცი რა გაახსენდა და რეგისტრაციაც არ გაუვლია ისე გავიდა.ნუ მე რეგისტრაცია ხო გავიარე და რაც შეიძლება ახლოსაც მოვეწყე ეკრანთან ჩემი ნომერი რომ არ გამომპარვოდა.იმათთაგანი ვარ მეც,სულელების კატეგორიიდან.მოკლედ სადღაც საათის მერე აინთო 51 და კაცი არ ჩანს,წასულია თავის ამბავში მოგეხსენებათ.მე მიხარია რადგან მალე მომიწევს უფრო,ვემზადები კმაყოფილი ღიმილით.მაგრამ მესამედაც რომ გამეორდა რიცხვი და არავინ გამოეხმაურა ,მიმღებიდან ერთ ბავშვიან ქალს ურჩიეს შესვლა,ეტყობა წავიდა 51 და შებრძანდითო. არაუშავს,ჩემი რიგით ხო მაინც შევალ მეთქი და როგორც კი ეს გავიფიქრე გამოჩნდა 51ც,ნელი ნაბიჯით აუღელვებლად.,შეხედა ეკრანზე მის რიგის ნომერს და შესვლა რომ დააპირა,მაიცაო მიმღებიდან,სხვა შევუშვითო.ერთი სიტყვით ბავშვიანი რომ გამოვიდა და ჩემი 52 აინთო,ეს შევიდა ჩემი იქ კიარა საერთოდ ცოდვილ არსებობა გაუხსენებლად.მე რათქმაუნდა გავაპროტესტე ცოტა მოკრძალებით მარა ვანახე მიმღებს ჩემი ნომერია მეთქი.თუმცა მალევე გამწია ვიღაცამ დარეგისტრირება ეჩქარებოდა..მოვხედე და ესაა,51.ექიმს გამოუგდია ჯერ უნდა დარეგისტრირდე შეჩემისაო..არიქა მეთქი გავივლე გულში შევიპარები,52 ენთო ისევ,მაგრამ არ აინთო მაშინვე 53.აინთო და იქვე კარებთან მჯდარა 53ც და შესრიალდა გველივით.სანამ 53 გამოვიდა ეს 51 მორჩა დარეგისტრირებას და მიმღების ნებართვით ისევ ჩემზე წინ შევიდა.მოკლედ იქ ამბავი ატყდა,მიხვდებით, ყველა შევსწრებივართ დიდ რიგებში თრახს.54ის ადგილას შევედი ბოლოს ბრძოლით და გარედან წიოკი მესმოდა კიდევ კაი ხანს.ეს ყველაფერი მერე მოხდა ოღონდ ეგაა საინტერესო,როცა ეს ამრევი 51 წავიდა.წავიდა ისე,რომ წარმოდგენა არ ქონდა რა გამოიწვია.არ იცის,რომც უთხრან არ დაიჯერებს ან გაიღიმებს მოვლილ წვერში იქედნურად,თუ ისიც უამბეს მითუმეტეს,როგორ დახოცეს ერთმანეთი შენს გამო იმ ბრიყვებმა და ერთმა საერთოდ ნაწერად აქცია შენი დიდებული პიროვნებაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი