ერთეულებს


გამოიტანე შენი ცხოვრებიდან ქალები, მთლიანად გაათავისუფლე შენი გონება და სივრცე ამ ქაოსისგან, თუ აპირებ დიდ საქმეებს შეეჭიდო. ქალის მსგავსი კაცებიც მიაყოლე. მოკლედ, ყველა, ვინც შენგან ემოციურ დამოკიდებულებას ითხოვს, გაუშვი. ქალებში ამ მხრივ გამონაკლისი არ არსებობს— დედა რომ დედაა, იმასაც არ უნდიხარ ემოციურად დამოუკიდებელი.

შენი სიყვარული, რომელსაც ასე უპრაგონოდ გასცემ ყველაზე,სწორედ ის საწვავია, დიდ საქმეებს რომ სჭირდება. ჩაშენებულია შენში ყველა შენიანის თავის გაწირვამდე სიყვარული ღმერთისგანაც და საზოგადოებისგანაც. ასე იყო სულ: ერთი ხელით შინაურებს მიათრევდი და მეორეთი, რასაც ახერხებდი, აკეთებდი. ასე მოვედით აქამდე. მადლობას არც ელოდი, ვიცი, მაგრამ არც მჩაგვრელის იარლიყს — თუმცა ხომ მოგაკრეს.

მოკლედ, არჩევანი შენზეა: საკუთარი თავისკენ და საქმისაკენ მიმართავ შენს სიყვარულს თუ გაფლანგავ ისევ და ნაცნობ წრეზე ივლი. მეორე ადვილია, მიღებული, წახალისებულია საზოგადოებაში და უმრავლესობის გზაა. პირველი — პირიქით: როგორც კი დისტანცირდები ყველასგან, ცუდი გახდები; მარტოობა, შეჩვენება, „ლომკა“ უნდა გაიარო.

შენს ქალებზე არ იდარდო, სხვა დროა, იზამენ რამეს. „აღარ გვჭირდება კაცებიო“,თავადაც ამბობენ. პროფესიებიც აქვთ უკვე, თავისი ეკონომიკა — ტაროლოგი, კოსმეტოლოგი.. ნაირნაირი-ლოგების მთელი კატალოგი . ოღონდ ტაბურეტკების კეთება არცერთს დაუწყია ჯერ. უღელში შებმული  კაცის საქმეა ისევ ეგ. ხოდა, უღელის მოხსნაზე და დიდი საქმის კეთებაზეა ეს ტექსტი.

ვერავინ გააკეთებს შენ გარდა — უღელში შეგდებულს თავისი გაჭირვებია და ასე მომრავლებული „ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი“ ხომ საერთოდ, ქვის ქვაზე დამდები არაა ვხედავთ ყველა.
მოკლედ, ერთეულების გზაა ეს, მაგრამ მცირე რაოდენობაც კი ამ გზა გავლილებისა წაადგებოდა ქვეყანას. მით უმეტეს, თუ გაერთიანდებოდით, ჭერი და ზღვარი აღარ ექნებოდა მერე თქვენს საქმეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი