expérience exceptionnel (ეძღვნება ნიკოს)
სამყაროში ყველას თავისი პირველი სიყვარული აქვს. პირველი ისტორია, რომელიც მეორე ადამიანს უკავშირდება. პირველი გრძნობა, პირველი განცდა და პირველი საერთო მოგონებები ყოველთვის განსაკუთრებულია და საკმაოდ დიდ კვალს ტოვებს ჩევნზე. ზოგიერთი მათგანი უაზროდ მთავრდება, ზოგიც ტრაგიკულად, იშვიათი გამონაკლისები კი საერთოდ არ მთავრდება. დაწყება ყოველთვის რთულია, მაგრამ მეთუ მკითხავთ დაწყებაზე რთული დამთავრებაა. როდესაც რაიმეს იწყებ იცი რომ ეს დასაწყისი რაღაც ახალს შექმნის შენს ცხოვრებაში. არასდროს იცი რა მოხდება შემდეგ, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ რაღაც ახალი იქმნება, რაც აუცილებლად დატოვებს კვალს. არ აქვს მნიშვნელობა ეს კვალი რამდნად დიდი იქნება, შეიძლება იმდენად უმნიშვნელო იყოს რომ დროის გასვლის შემდეგ აღარც გაგახსენდეს, მაგრამ შეიძლება იმდენად დიდი და ღრმა იყოს, რომ აღარ მოგცეს გაგრძელეის უფლება, ვეღარ შეძლო მისი თავიდნ ამოგდება და უბრალოდ შენს ყოველდღიურობად აქციო, ან გამოკეტო გონების ბნელ ნაწილში და აღარ გაიხსენო იქამდე, სანამ თავისით არ ამოგიტივტივდება მოჭარბებული ემოციების დროს. დაბლოკო რადგან ყოველი გახსენება ტკივილს გგვრიდეს და განადგურებდეს. მე მოგიყვებით ჩემს თავზე და ჩემს პირველ სიყვარულზე. სიყვარულზე რომელმაც გამანადგურა, შემძრა და მაინც იმდენად განსაკუთრებულად დამრჩა, რომ ამ დრომდე აღარასდროს განმიცდია მსგავსი რამ. ერთი სიყვარულის არასდროს მჯეროდა, ყოველთვის არიან ადამიანები რომლებიც მიდიან ან მოდიან, თვითოეული მათგანი რაღაც ახალს მაძლევს ცხოვრების მანძილზე, მმატებს ახალ ძალებს და მაჩვენებს სამყაროს ახლებურად, თუმცა წარუშლელი შთაბეჭდილებების და ზღვა ემოციების მიუხედავად, ღრმა ნაკვალევი მას შემდეგ არასდროს დამრჩენია... ანიტა რომ გავიცანი თოთხმეტი წლის ვიყავი, ის თხუთმეტის იყო. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგო იყო, მუსიკა უყვარდა, სამყაროში პატარ პატარა სილამაზეებს ხედავდა და ეს სილამაზეები გამუდმებით აბედნიერებდა. ანიტა ძალიან ბავშვური იყო, ყოველთვის ბავშვურად უყურებდა ყველაფერს, არ მოსწონდა სერიოზული მომავლის გეგმები და ყოველთვის გაურბოდა მათზე საუბარს. მე ყოველთვის ანიტაზე უფროსი ვიყავი, მიუხეავად იმისა რომ ასაკით დიდი ის იყო. მომავალის დაგეგმვა მასსავით არც მე მყვარებია, მაგრამ იყო რაღაცები, რისი გაკეთებაც მინდოდა მომავალში და მიუხედავად იმისა რომ ანიტას ყოველთვის აშინებდა ამასზე საუბარი, მე მომწონდა ამ ყველაფრის მასთან ერთად განხილვა. ანიტა პირველი ადამიანი იყო ვისთანაც ყოველთვის მქონდა სურვილი მესაუბრა რას გავაკეთებდი ერთი ან ორი წლის შემდეგ, რა მინდოდა ვყოფილიყავი და რა მინდოდა გამეკეთებენია მასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის დაძაბული მისმენდა, მაინც მშვიდად ვგრძნობდი თავს და ვიცოდი რომ შემეძლო ნამდვილი ვყოფილიყავი, ვიცოდი ეს და მასთან თამაში არ მჭირდებოდა. ანიტას ვუყვარდი მე, და კიდევ უფრო მეტად (ალბათ) ეყვარებოდა ჩემი მუსიკა. ანიტამ ყოველთვის იცოდა რომ მიმატოვებდა, მე კი სულელს ვერასდროს წარმომედგინა რომ შეიძლებოდა როდისმე დამთავრებულიყო ის, რაც მე და მას გვქონდა. ჩვენი ურთიერთობა ჩვეულებრივი შეყვარებული წვილის ურთიერთობა იყო: დავდიოდით ერთად, ვსეირნობდით, ვიცინოდით, ვლაპარაკობდით, სიყვარულს ვუხსნიდით ერთმანეთს... მაგრამ ის რასაც მე განვიცდიდი ყოველი მისი შეხებისას,ის რასაც მე ვხედავდი მასში როდესაც ვაკვირდებოდი ახლოდან, მისი სახის თვითოეული დეტალი და მიმიკა, ის სულ სხვა რამ იყო. ვიცი რომ ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებულია, მითუმეტეს მაშინ როცა პირველია, მაგრამ ანიტა განსაკუთრებული კი არა სხვა იყო. სხვა იყო ჩემში და ჩემთვის. ისეთ ანიტას როგორსაც მე ვხედავდი ვერასდროს ვერავინ დაინახავდა. ჩემთვის ანიტა მრავალფეროვანი იყო, მრავალფეროვანი მისეული გაგებით... ანიტასთვის მრავალფეროვნება სხვა რამეს ნიშნვდა. მისი მრვალფეროვნება არ იყო არც ახალი თავგადასავლები და არც საკუთარი თავის ძიება. მისი მრავალფეროვნება დეტალებში იყო, ყოველთვის, პაწაწინა დეტალებზე დაკვირვებისას აღმოჩენილ სილამაზეს სხვა ფერად უყურებდა, არ ცხოვრობდა მომავლის გეგმებით და არ არსებობდა მისთვის გაწერილი ცხოვრება. მოსწონდა ის რაც იყო იმ დღეს, იმ წუთას და იმ მომენტში, მისთვის მრავალფეროვნება სილამაზესთან ასოცირდებოდა, სილამაზის დანახვა კი ყველაფერში შეეძლო. მიყვარდა მასთან ერთად მზის ჩასვლის ყურება, მას კი ჩემი მუსიკის მოსმენა. მე მიყვარდა ანიტას თმებზე თამაში, მაშინ როცა თავი ჩემს მკერდზე ედო, ის კი ამ დროს ჩვენს საყვარელ სიმღერებს ღიღინებდა. ხშირად ვაკვირდებოდი ცის პირისპირ მწოლიარე ანიტას ახლოდან ის კი თვალებს ხუჭავდა, იღიმოდა და კაცმა არ იცის ამ დროს რას ხედავდა. სიჩუმეზე გიჟდებოდა ანიტა, შეეძლო საათობით მჯდარიყო ჩემს გვერდით და ხმა არ ამოეღო. მაგჟებდა მისი ეს საქციელი. სულ იმის ცდაში ვიყავი გამომეცნო რაზე ფიქრობდა გოგო, რომელსაც მომავალი არ ადარდებდა, ყველაფერში ბედნიერებას ხედავდა და მუსიკა უყვარდა. მე ვხედადი, რომ ანიტაში რაღაც ვერ იყო რიგზე. არასდროს ეტყობოდა მაგრამ ვხეავდი რომ უჭირდა, დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ არასდროლს მესაუბრეოდა. ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა დავხმარებოდი, ვერ ვხვდეოდი როგორ მიმეღწია მის ყველაზე დიდ ტკივილთან და როგორ ჩავსულიყავი ფსკერისკენ. მე მზად ვიყავი ჩავძირულიყავი ანიტასთან ერთად ყველგან და ყველაფერში, ოღონდ კი მას ჩემთვის ხელი გამოეწვდინა. მერე ვბრაზობდი, ვბრაზობდი იმიტომ რომ არ შემელო მის ყველაზე მძიმე ადგილამდე მისვლა. გაბრაზებული ისევ გამოსავალს ვეძებდი და საკუთარ თავს იმით ვაიმედებდი რომ უბრალოდ მე ვაბუქებდი. გვერდით საოცარი გოგო მყავდა რომელსაც ალბათ არასდროს დავშორდებოდი, ის სულ ჩემთან იყო და მეც მეტი რა მინდოდა, თავდამშვიდებული გაღიმებული მეორე დღეს ისევ ანიტასკენ მივიჩქაროდი ხოლმე. ანიტა ყოველთვის ჩვენს ადგილზე მხვდებოდა და მელოდებოდა. ყოველთვის პირველი მიდიოდა იქ და ისეთი მხვდბოდა, თითქოს ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი გოგო იყო. მაშინ მეგონა რომ ასეც იყო და მეც ყველზე ბედნიერად ვთვლიდი თავს, რადგან ის მყავდა გვერდით ვისთვისაც ბედნიერება სიცოცხლის სიყვარული იყო. ანიტას გვერდით არ მახსოვდა არაფერი. როდესც მის გვერდით ვიყავი ვერაფრით წარმომედგინა რომ სამყაროში ბოროტება არსებობდა, რომ არსებობდა პრობლემები, რომ არსებობდა ცუდი რაღაცებიც. ანიტა მავსებდა. მავსებდა იმდენად რამდენადაც შეეძლო ეს.. ხანდახან მეგონა რომ მისი ფერადი ენერგია ჩემში იმდენად იღვრებოდა, რომ საციცხლო ძალებს ვართმევდი. ანიტას უყვარდა ჩემთან ერთად სიჩუმე. -რაზე ფიქრობ? - შევეკითხებოდი იმ იმედით რომ ერთხელ მაინც მეტყოდა რაზე ფიქრობდა.. - არაფერზე. - როგორც ყოველთვის, ახლაც იგივეს მიპასუხობდა თავისი ნაზი მელოდიური ხმით და გამიღიმებდა. გაღიმებისას ლოყები ზემოთ ეწეოდა. საოცრად თეთრი კნი და შავი თმა ჰქონდა. დიდ მრგვალ თვალბეში მრავალფერი ბედნიერების მიღმა ყოველთვის ეტყობოდა საოცარი სევდა, განსაკუთრებიტ მაშინ როცა მზეს უყურებდა. მზე მისთვის ყველაფერიიყო. დაჯდებოდა ხოლმე თავისთვის კისერს ოდნავ შეატრიალებდა, თავს უკან გადაიგდებდა და მზეს გასცქეროდა. მე კი, მშვიდად ვუცქერდი როგორ ეთამაშებოდნენ მზის სხივბი მის ყელს, ლოყებს, თითებს, მერე ნელ ნელა გადადიოდნენ მის შვთმაში და თეთრადაბრჭყვიალდებოდნენ. ხანდახან ვჭვიანობდი, ვფიქრობდი რომ მზე ჩემზე მეტად უყვარდა... ერთ დღეს ანიტა არ მოვიდა... მივედი იქ, სადაც ყოველთვის მელოდებოდა მაგრამ ანიტა არ იყო. შემეშინდა, ანიტა არასდროს იგვიანებდა, ყოველთვის ჩემზე ადრე მიდიოდა და მელოებოდა ხოლმე. გული ამიჩქარდა. მოვბეზრდი? მიმატოვა? ნეტავ რამოხდა? ეს კითხვები არ მასვენებდა. შევეცადე დავმშვიდებულიყავი, ათრთოლებული ხელები მუჭებად შევკარი და ჩამოვჯექი „ალბათ რამე მოხდა და შეაგვიანდება“ ვამშვიდბდი საკუთარ თავს. დრო საშინლად გაიწელა. „ნეტავ როგორ ძლებდა ანიტა აქ რომ იჯდა და მელოდებოდა. როგორ უძლებდა ამ მოლოდინს. იქნებ მისთვის ისეთი რთლი არც ყოფილა ლოდინი? იქნებ მისთვის არც ვიყავი ისეთი მნიშვნელოვნი რომ ასე გასწელვოდა დრო ლოდინში? „ არ მახსოვს რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ ანიტა არ ჩანდა არსად. ასეთი ფიქრებით შეპყრობილი კი ვბრაზობდი... ვბრაზობდი არა ანიტაზე, არამედ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე მისთვის მე ვიყავი. მაშინ ასე მეგონა. დრო გაიზლაზნა, სიცხეში გავყურებდი გაწელილ სამყაროს და საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი. მზე უფრო ანელებდა დროის შეგრძნებას. ის იყო გაბრაზბული წასვლას ვაპირებდი და ვფიქრობიდ აღარც არასდროს დავრუნდებითქო, რომ როგორც იქნა, ანიტამ ჩემი ნარეკები შეამჩნია და გადმომირეკა. მობილურს დავხედე. გული ამიჩქარდა, კვლავ მომეცა რაღაცის იმედი, იმედი იმისა რომ არ მივუტოვებივარ... საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა წამსვე დამავიწყდა, ბრაზიც სადღაც მზის სხივებში გაიფანტა, თვალები ამენთო და აღელვებულმა ვუპასუხე. -სად ხარ, რატომ არ მპასუხობდი? ვინერვიულე, ძალიან... - ერთი ამოსუნთქვით მივაყარე კთხვები და სათქმელი კიდევ არ მქონდა დამთავრებული რომ, ყურში უცხო, ჩამწყდარი წყვეტილი ხმა ჩამესმა. ანიტა არ მოვიდოდა. ანიტა ვერ მოვიდოდა. მერე მახსოვს რომ დრო გაჩერდა. წავბარბაცდი და დაბნელდა... დაბნელდა და სიბნელეში მზის სხივები შემაწუხებლად დამდიოდნენ სახეზე... მგონი არაფერი მესმოდა უაზრო გაბმული წუილის გარდა. მაშინ მეგონა მზე ჩამწუოდა, თითქოს დამცინოდა, დამცინოდა იმიტომ რომ ანიტამ ის აირჩია. დამცინოდა იმიტომ რომ ანიტას მზე უფრო უყვარდა ვიდრე მე. წავედი. გაუაზრებლად წავედი ანიტასთან. წავედი იმ იმედით რომ ის მაინც მე ამირჩევდა... ანიტას თეთრი კანი ჰქონდა, დიდი ყავისფერი თვალები და სიცილისას ლოყები ზემოთ ეწეოდა. დარწმუნებული ვიყავი რომ ანიტა მე ამირჩევდა. ვიცოდი რომ ანიტას მზე უყვრდა, მაგრამ ანიტას მე უნდა ავერჩიე იმიტომ რომ მე უფრო მიყვარდა ანიტა. მთელი გზა ჩამესმოდა საშინელი გამაყრუებელი წუილი, და მზის ყვითელი სხივბეიც დამცინავად დამდიოდნენ სხეულზე. ძლივს ვითმენდი, ძლივს ვითმენდი რომ სინათლე არ შემზიზღეობდა, ვითმენდი იმმიტომ რომ ვიცოდი ანიტა მე ამირჩევდა. საავადმყოფოს კარი რომ შევაღე, უფრო დამშვიდებული ვიყავი, მზე მიდიოდა, მე კი ანიტას ვუახლოვდებოდი. დღემდე არ მეჯრა რომ ანიტა მზეს მიჰყვებოდა. ვღელავდი. ძლივს ძლივობით მივაგენი ანიტას. შიგნით არ შემიშვეს. ყველა იქ იდგა, მე კი ვერაფერს ვხედავდი თეთრი კარის და გიგანტური ჟალუზებიანი ფანჯრის გარდა. ჟალუზები აწეული იყო. შუბლი შუშას მივადე და ანიტას გავხედე. ანიტამ არ შემომხედა. ანიტა არავის უყურებდა. მისი დიდი თვალები სივრცის გადაღმა იყურებდონენ და წამიერად თვალი მოვკარი მათში ჩაბუდებულ ორ პატარა მზეს. გავბრაზდი. ფანჯარას მოვშორდი და მუშტებით კედელს დავუწყე ცემა. მერე მახსოვს ვიღაცის ხელები მომეხვია უკნიდან. მგონი რაღაცას ამბობდა მაგრამ მე არაფერი მესმოდა. აცრემლებულ თვალებში მხოლოდ სიბნელეს და მზეს ვხედავდი რომელსაც ფეხშიშველი ანიტა მიჰყვებოდა. მზე კი დამცინავად მიფათურებდა სხეულზე სხივებს. ანიტა უკან არ იცქირებოდა. ცოტა რომ დავმშვიდდი პალატის ფანჯრისკენ გავბრუნდი, ვიღაცას ჩემი ხელი ეჭირა და მახსოვს რომ მთელი ძალით ვუჭერდი. ფანჯრიდან ანიტა ჩანდა, თავი ჩემსკენ მოებრუნებინა, გოებაში მზისკენ მიმავალ ანტას ხმამაღლა ვემუდარებოდი მობრუნებულიყო, ვემუდარებოდი რომ შემოეხედა. ერთი შემოხედვა და მჯეროდა რომ ანიტა მე ამირჩევდა, მაგრამ ანიტა არ შემობრუნებულა. არც პალატის საწოლზე მწოლიარე ანიტას შემოუხედავს ჩემთვის. ანიტა მზეს მიჰყვებოდა და არ აპირებდა თვალების გახელას. ვხვდებოდი რომ ვეღარ მოვისმენდი მის ხმას. ანიტა ვეღარ შეძლებდა გაცინებას. მისი თვალები კი , დიდი ყავისფერი და მრგვალი თვალები აღარ იციმციმებდნენ. მათში ჩაბუდებული მზეები სამუდამოდ დაიმალნენ ქუთუთოებს მიღმა... სავადმყოფოს ფანჯრიდან დანახული თეთრი ანიტა შავი გაწეწილი თმითა და დახუჭული თვალებით ბოლოა რაც შემომრჩა. მოკვდა ანიტა. მან მზე აირჩია და მე დამტოვა. მერე მახსოვს რომ არ ვიყავი. არ ვიყავი არსად და არ იყო ანიტაც. მზე დიდი ხნის განმავლობაში არ მიყვარდა. ჩემი სიყვარულის ქურდი ვერ მეყვარებოდა. არ მომწონდა მისი სხივები რომ დამდიოდნენ სახეზე, მეგონა დამცინოდნენ და გამუმდებით ჩამესმოდა მათი გამაყრუბელი წული, რომ ანიტამ ის აირჩია და არა მე.. მერე დავბრუნდი, მივხვდი რომ უნდა გავგრძელებულიყავი, რაღაც უნდა დამეწყო რადგან არსებობობს დასასრულები და დასაწყისები ჩვენ კი ამყველაფერს უნდა შევეგუოთ და მივყვეთ. გავიღვიძე და გამახსენდა რომ ანიტას მზე უყვარდა. ანიტა მზესთან წავიდა და თუ შევიძულებდი მზეს, მივხვდი შევიძულებდი ანიტასაც და მის სიყვარულსაც, ანიტა კი ამას არასდროს მაპატიებდა. დღემდე არ ვიცი რამდენად შევძელი მზე ისე შემეყვარებინა როგორც მას უყვარდა, არ ვიცი რამდენად შემიძლია მზის სხივებით სიამოვნება მივიღო და არ ვგრძნობდე სიცივეს მათი შეხებისას, მაგრამ ვიცი რომ ჩემთვის სიკვდილი მზეა. ჩემი სიკვდილი მდელოზე მოთამაშე მზის სხივებია, ნელ ნელა შენსკენ რომ მოიწევენ, გებღაუჭებიან სხეულზე, თვალებში გისახლდებიან და უკანმოუხედავად გატოვებინებენ ყველაფერს რაც გაქვს სამყაროში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი